ფიფია: "დინამოში" ამ დონის პროფესიონალებს ერთად არასდროს უმუშავიათ!

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" სპორტული მიმართულების ახალ ხელმძღვანელად საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ კახა ცხადაძემ გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

რომან ფიფია: "ზაზა დოლიძე ბიზნეს-მიმართულებით იმუშავებს,
კლუბს ასევე, ფინანსური დირექტორიც ეყოლება.

"დინამოს" მმართველი ე.წ. "ბორდი" იქნება, რაც სრულიად ახალი ტიპის სტრუქტურაა.

ცხადაძისა და რეხვიაშვილის დონის პროფესიონალებს "დინამოში" ერთდროულად არასდროს უმუშავიათ."

ალექსანდრე რეხვიაშვილი: "ძირითადი გათვლა "დინამოს" აკადემიაზე იქნება, გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ კი შესაძლებელია, ის ბიზნეს-პროექტად იქცეს და კლუბს დამატებითი შემოსავალი მოუტანოს."

კახა ცხადაძე: "დინამო" ყველას
საყვარელი კლუბი იყო, ახლა კი ერთგვარ სიძულვილის მიმართულებად გადაიქცა.

ჩვენ არსებული რესურსით მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ, შემდეგ კი არაერთი ისეთი ფეხბურთელის დამატება იგეგმება, უკანასკნელ წლებში საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წევრები რომ იყვნენ."

altბათუმელთა ხელიდან გაშვებული და "თელავის" ისტორიული გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
დინამო ფიფიას გარეშე!!!!
lasha
13 სექტემბერი 2021 18:14
2
ფიფიას კია არა ყველას გარეშე რო დარჩეს და საერთოდ არ გამოცხადდეს ევროტურნირებზე, ტექნიკური წაგება 0:3 მშვენიერი ანგარიში იქნება. 1-5, 1-6-ს ხომ ჯობია მაინც.
მოხერხებული
13 სექტემბერი 2021 22:29
0
საიდაან მოვიდნენ ეს კიბოეები თან ამდენი ყველა სფეროში აკადემია კიარა გუნდს მიხედე სანამ ცოცხალივარ შევხედო მინდა რაჭაცას გული გავიხაროო გიბრალტარის გუნდები გადიან და თამაშობეენ !! მოლდოვას სანამ ვახსენებთ პირში წყალი გამოვივლოოთ აგერ ჩემპიონების ლიგას თამაშობს!
911
13 სექტემბერი 2021 17:55
0
სანამ ეს საბჭოურ_ კომუნისტური სახელები ერქმევა ჩვენს გუნდებს ვერაფერს მივაღწევთ! ათობით დინამოა პოსტსოციალისტურ ევროპაში! იმდენივე ლოკომოტივი და ტორპედო! დინამო ბერიას დროს შექმნილი მელიციის კლუბებია!
რობი
13 სექტემბერი 2021 17:36
13
იმიტო ბრწყინავთ რა :)
me
13 სექტემბერი 2021 17:24
1
ხო შეგვჭამა ამ აკადემიით.რაა ფიფიას აკადემიამდე დინამო ფეხბურთელებს ვერ ზრდიდა?რა აბსურდია.
Master
13 სექტემბერი 2021 17:24
9
დინამოში ვინები გყავთ მიყვანილი პროსტა რა დონეზეა ლაპარაკი თელავთან წააგეთ თან 2 დღის წინ თქვენნაირ ხალხს უნდა ასამართლებდნენ!
zveridze
13 სექტემბერი 2021 17:21
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული