პირველ ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო, სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს. წყალტუბოელებმა მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ დალაშქრეს ქურდაძის კარი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
33 ქულით მე-6 ადგილზე მყოფი „სამგურალი“ 20 სექტემბერს თბილისში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება, ხოლო „სამტრედია, რომელიც 13 ქულით აუტსაიდერია, იმავე დღეს „ტორპედოს“ უმასპინძლებს.
წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - სამტრედია 4:0
გოლები: 1:0 ვერულიძე (7), 2:0 ფონიავა (25), 3:0 კუხიანიძე (37), 4:0 კუხიანიძე (71, პენ)
გენაცვალეთ ბიჭებიი, მიაწექით, თქვენი რა იკარგება, ხელფასებს მაინც ხომ ღებულობთლარიენ რაცხა -რაცხა მინიმუმებს ისიც კაია ბიძიკო.
უჰ თქვენი ჭურუმე თქვენი, აბა არ გინდებლარიენ ხომ ელიგა? უფორ დაბალი ლიგა გინდებლარიენ ჩიხურასავით ხო?