"სამგურალმა" "სამტრედია" 4:0 დაამარცხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „სამგურალმა“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ 4:0 სძლია.

პირველ ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო, სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს. წყალტუბოელებმა მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ დალაშქრეს ქურდაძის კარი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

33 ქულით მე-6 ადგილზე მყოფი „სამგურალი“ 20 სექტემბერს თბილისში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება, ხოლო „სამტრედია, რომელიც 13 ქულით აუტსაიდერია, იმავე დღეს „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - სამტრედია 4:0
გოლები: 1:0 ვერულიძე (7), 2:0 ფონიავა (25), 3:0 კუხიანიძე (37), 4:0 კუხიანიძე (71, პენ)

მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ სამტრედიელებო აი ნამდვილი ჯიგრები ხართ რა, მთელი 90 წუთი იბრძოდით რომ მინიმუმ 4-0 წაგეგოთ, შეიძლებოდა 6-0-ია, მარა მაგრად არ გაგიმართლარიენ.ეს მოღალატე ახალაძე ვინაა კაცო იმნეირი ჯეჯგვა რო კინაღა გოუტანა წყალტუბოელებს და ოცნება ლამის დაგინგრიათ, თქვენ ხო გეგმაში გაქვთ აწი სულ მინიმუმ 4-0 დ ამეტის წააგოთ!
გენაცვალეთ ბიჭებიი, მიაწექით, თქვენი რა იკარგება, ხელფასებს მაინც ხომ ღებულობთლარიენ რაცხა -რაცხა მინიმუმებს ისიც კაია ბიძიკო.
უჰ თქვენი ჭურუმე თქვენი, აბა არ გინდებლარიენ ხომ ელიგა? უფორ დაბალი ლიგა გინდებლარიენ ჩიხურასავით ხო?
jango
19:14 16-09-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული