ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"სამგურალმა" "სამტრედია" 4:0 დაამარცხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „სამგურალმა“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ 4:0 სძლია.

პირველ ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო, სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს. წყალტუბოელებმა მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ დალაშქრეს ქურდაძის კარი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

33 ქულით მე-6 ადგილზე მყოფი „სამგურალი“ 20 სექტემბერს თბილისში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება, ხოლო „სამტრედია, რომელიც 13 ქულით აუტსაიდერია, იმავე დღეს „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - სამტრედია 4:0
გოლები: 1:0 ვერულიძე (7), 2:0 ფონიავა (25), 3:0 კუხიანიძე (37), 4:0 კუხიანიძე (71, პენ)