ათგოლიანი მატჩი ბათუმში - "დინამომ" "ლოკომოტივი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ სახლში „ლოკომოტივი“ 7:3 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში ჩატარებული მატჩი მოულოდნელად სტუმართა შეტევებით დაიწყო, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს, როდესაც ჯიღაური დებიუტანტ ვადის გაექცა და ბურთს სპენკელინკის კარში მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ ბათუმელები ინიციატივას დაეუფლენ, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ დარცმელიამ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი კირკიტაძე აზაცკის გაექცა და „ლოკო“ დააწინაურა. თუმცა, „რკინიგზელთა“ სიხარული ხანმოკლე გამოდგა - შეცვლაზე შესულმა ნავალოვსკიმ საჯარიმოს გარედან მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, ვადიმ ბურთის მოგერიება ვერ შეძლო, მეკარესაც ხელი
შეუშალა და - 2:2. შემდეგ ჩაწოდებული კუთხურისას ჯიღაური უმეთვალყურეოდ დატოვეს და თავურით დაამწუხრა დედაქალაქელები, 72-ე წუთზე გაფრინდაშვილი ფლანგზე ადვილად დაუსხლტა მეურვეს და კარის წინ ფანცულაიას საგოლე გადაცემა გაუკეთა, მერე თავად გაფრინდაშვილმაც გაიტანა, ფანცულაიამ დუბლი შეასრულა, აზაროვმაც გამოიჩინა თავი, ხოლო ბოლოს გავაშელიშვილმა ანგარიში შეამცირა.

მოკლედ, ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელის, გეგუჩაძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართლა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მეტოქეზე უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და უთუოდ უნდა აღინიშნოს ორივე გუნდის დაცვის ძალიან ცუდი თამაში.

20 სექტემბერს ლიდერი ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება, მეხუთეადგილოსანი „ლოკომოტივი“ კი „სამგურალს“ უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ლოკომოტივი 7:3
გოლები: 1:0 ჯიღაური (21), 1:1 დარცმელია (51), 1:2 კირკიტაძე (55), 2:2 ნავალოვსკი (65), 3:2 ჯიღაური (69), 4:2 ფანცულაია (72), 5:2 გაფრინაშვილი (80), 6:2 ფანცულაია (84), 7:2 აზაროვი (87), 7:3 გავაშელიშვილი (89)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 19), ზარია (ფანცულაია 57), ჯიღაური (გროზურეკი 77), ტეიდი, მანჯგალაძე (ნავალოვსკი 57), მამუჩაშვილი, ფლამარიონი (ნიქაბაძე 77)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

ლოკომოტივი (4-3-3): სპენკელინკი, ანდრონიკაშვილი, გაბაძე (მჭედლიშვილი 82), უბილავა (კ), ვადი, დარცმელია, სამურკასოვი, იმრანი, შონია (კახაბრიშვილი 74), კირკიტაძე (ჭიაბრიშვილი 82), სიხარულიძე (გავაშელიშვილი 74)

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო,ლოკომოტივის ასე დაშლა.ბათუმის დინამომ კი,საქმისადმი პროფესიული მიდგომის მაგალითი გვიჩვენა.ჩვენში ცუდ ტონად ითვლება მეტოქის განადგურება,მაგრამ თუ ასე არ მივუდექით საქმეს,სხვანაირად არაფერი გამოვა.ლოკომოტივს რომ ეცოდინებოდა ბათუმი ბოლომდე გადაუვლიდა,არ გაჩერდებოდა და ასეთი ანგარიშით არ წააგებდა.ყოველი გუნდის ბოლომდე ბრძოლა კი,აუცილებლად აამაღლებს კლუბების ბრძოლისუნარიანობას და შესაბამისად კლასს.თანაც როცა ორივე მეტოქე,ბოლომდე მთელი ძალით იბრძვის,მაყურებელსაც გული მოუბრუნდება სტადიონისაკენ.
სოსო
17:56 17-09-2021
0
"დინამო" ბათუმი ჩემპიონობისკენ მიიწევს... წარმატებები...
tngh
16:16 17-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული