
თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „დილასთან“ დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა, ნულოვან ფრეს დასჯერდა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩა.
„ტორპედომ“ ქუთაისში 2:1 დაამარცხა „შუქურა“. მე-16 წუთზე მასპინძლები ბუკასმა დააწინაურა, 45-ე წუთზე ჯერალდომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 86-ეზე ახვლედიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა. "ტორპედომ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნი ზონა დატოვა.