თბილისის "დინამო" ბათუმის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩა - "ტორპედომ" "შუქურას" მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 16 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი ჩატარდა.

თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „დილასთან“ დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა, ნულოვან ფრეს დასჯერდა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩა.

„ტორპედომ“ ქუთაისში 2:1 დაამარცხა „შუქურა“. მე-16 წუთზე მასპინძლები ბუკასმა დააწინაურა, 45-ე წუთზე ჯერალდომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 86-ეზე ახვლედიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა. "ტორპედომ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნი ზონა დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ბათუმური გუნდის სახელიდან მაინც მოაშორეთ ეს "დინამო". უბრალოდ ბათუმი რომ ერქვას არ ჯობია?
დინამო, ტორპედო, მეშახტე, მილანი
10:29 17-09-2021
1
სანამ ბატონი ირაკლები ღარიბაშვილი და კობახიძე ბატონი კახი კალაძე ვერ მიხვდებიან, რომ დინამო სამართავად საპატრიარქოს უნდა გადააბარონ მანამდე დინამო თბილისს არაფერი ეშველება!!!!
მეუფე იაკობი
00:06 17-09-2021
37

სიახლეები პოპულარული