თბილისელები ბათუმის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩნენ და წაფორხილების უფლება აღარ ჰქონდათ, "შუქურას" მიზანი კი სახიფათო ზონიდან ამოსვლაა.
ქობულეთელებს საინტერესო ახალწვეული ჰყავთ - ნიკა ძალამიძე, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და პოლონური "იაგელონიადან" კარგად გვემახსოვრება. მან ბოლო 10 წუთი ითამაშა.
სტუმრები 27-ე წუთზე დაწინაურდნენ - სერბმა ზორან მარუშიჩმა თორნიკე მორჩილაძის პასი გამოიყენა. ტაიმის ბოლოს დინამოელთა ფორვარდებმა გოლი შექმნეს - დავით სხირტლაძემ
მეორე ტაიმში მარუშიჩის დუბლი ვიხილეთ, ამჯერად რადინის პასით. ამ უკანასკნელმა ლევან ხარაბაძე საბოლოო ანგარიში დააფიქსირებინა.
20.09.21 ფოთი, "ფაზისი"
შუქურა - დინამო (თბ) 0:4
0:1 მარუშიჩი (27), 0:2 ოსეი (44), 0:3 მარუშიჩი (64), 0:4 ხარაბაძე (83)
მომდევნო ტურში, 24 სექტემბერს "დინამო" "სამტრედიას" უმასპინძლებს, "შუქურა" კი "საბურთალოს" ესტუმრება.
ქუთაისის "ტორპედო" მატჩს წარმატებული სერიით - ზედიზედ ორი გამარჯვებით შეხვდა, "სამტრედიელები" კი ლიგის აუტსაიდერები არიან.
როგორც ჩანს, კახა ჩხეტიანი სათადარიგო მეკარეების როტაციას ახდენს - დინო ჰამზიჩი და ლევან შოვნაძე როინ კვასხვაძის დუბლიორები მონაცვლეობით არიან. ამჯერად, განაცხადში ბოსნიელი კიპერი ვიხილეთ.
ქუთაისელები შეხვედრის დასაწყისში დაწინაურდნენ - მე-15 წუთზე მენდი ბუკასმა დმიტრი რეკიჩის გრძელი და მშვენიერი პასი გოლად აქცია. ამის შემდეგ, სტუმრებს აღარაფერი გამოსდიოდათ.
მასპინძლებმა, ზუსტად 7 წუთში, ნიკოლა პრელჩეცის სადებიუტო გოლით წონასწორობა აღადგინეს. 31 წლის ხორვატმა ფორვარდმა მალე დუბლი მიითვალა და მათე კვირკვიას პასით სამტრედიელები დააწინაურა.
ჩხეტიანმა მეორე ნახევარი სამმაგი ცვლილებით დაიწყო და მოედანზე ირაკლი ძარია, მათე ცინცაძე და ფადი ზიდანი შემოიყვანა. ამან "ტორპედოს" ვერ უშველა და მათე კვირკვიამ უკვე თავად გაიტანა (კობახიძის პასით). პრელჩეცი კი არ ჩერდებოდა და ჰეთ თრიკი მიითვალა.
20.09.21 სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია - ტორპედო 4:1
0:1 ბუკასი (15), 1:1 პრელჩეცი (22), 2:1 პრელჩეცი (35), 3:1 კვირკვია (68), 4:1 პრელჩევი (76)
24 სექტემბერს ქუთაისელები "ლოკომოტივს" უმასპინძლებენ. ამავე დღეს, "სამტრედია" თბილისის "დინამოს" ესტუმრება.
24 სექტემბერს ქუთაისელები "ლოკომოტივს" უმასპინძლებენ. ამავე დღეს, "სამტრედია" თბილისის "დინამოს" ესტუმრება.
სამტრედიელები მონდომებულები იყვნენ, თუმცა ხარისხი თამაშის უსაძაგლესია და შესრულება ცუდი, იმდენჯერ ვერ გაიტანეს ბურთი, ფაფხურის სინდრომი აქვთ საჯარიმოში. გიორგაძე საშინლად ტლანქი გახდა. არაბული ეტყობა არ დარჩა კლუბში, იოსელიანი შეიძულა საბოლოოდ ცეცაძემ..
მთავარი სიკეთე ის არის რომ პირველად ამ მატჩში დავინახე არაბიძის თამაში გუნდზე და არა საკუთარ უდიდებულესობაზე, რაც ალბათ ცეცაძის მიერ იყო ნაკარნახევი, თუმცა რამდენიმეჯერ მაინც ათრია უაზროდ ბურთი.
სამტრედია გასავარდნ ზონას თავს ვერ დააღწევს, გადათამაშება მაინც მოუწევს, აი ესაა წელს მათი "საჩემპიონო ბრძოლა"....
და მაინც ვულოცავ სამტრედიელებს ამ მატჩის მოგებას. დიდი ხანია იმსახურებდა ტორპედო სამტრედიაში დიდი ანგარიშით წაგებას.