ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „ლოკომოტივი“ და „სამგურალი“ დაზავდნენ - 2:2.
„ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე 0:2-ს აგებდა, მაგრამ ფრეს მიაღწია, 37 ქულით მეხუთე ადგილზეა და 24 სექტემბერს ქუთაისში „ტორპედოს“ შეხვდება, 34 ქულით მეექვსე პოზიციაზე მყოფი „სამგურალი“ კი იმავე დღეს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.
საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - სამგურალი 2:2
გოლები: 0:1 ფონიავა (51), 0:2 თევზაძე (59), 1:2 გავაშელიშვილი (70), 2:2 იმრანი (79)
გაძევება: ვადი (57, ლოკომოტივი), გილმორი (80, საამგურალი)