"ლოკომოტივმა" ქუთაისში მოიგო, "დილამ" - თელავში

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ორი მატჩი ჩატარდა.

„ლოკომოტივმა“ გასვლაზე „ტორპედოს“ 1:0 სძლია. გოლი პირველი ტაიმის მიწურულს სიხარულიძემ გიტანა, რომელმაც მეტოქე გუნდის ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა. 88-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა მცველი მჭედლიშვილი გააძევა, მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.

40 ქულით მეხუთე ადგილზე მყოფი „ლოკო“ 29 სექტემბერს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ტორპედო“, რომელიც 25 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი.“რამაზ შენგელია“
ტორპედო - ლოკომოტივი 0:1
გოლი: სიხარულიძე (41)
გაძევება: მჭდლიშვილი (88, ლოკომოტივი)

„დილამ“ სტუმრად 2:0 დაამარცხა „თელავი“. გოლები
მოსიაშვილმა და კამარამ გაიტანეს. ამ გამარჯვების შემდეგ „დილა“ 43 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა და 29 სექტემბერს ბათუმის „დინამოს“ დაუხვდება, 25 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ კი ფოთში „შუქურას“ შეხვდება.

თელავი.“კავკასიონი არენა“
თელავი - დილა 0:2
გოლები: 0:1 მოსიაშვილი (45+3), 0:2 კამარა (68)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული