ორივე "დინამომ" მოიგო და სტატუს-კვო შენარჩუნდა - ბათუმელები ჩემპიონობისაკენ წინ მიიწევენ [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი“, ხოლო თბილისის „დინამომ“ „სამტრედია“ დაამარცხა და ზღვისპირელები დედაქალაქელებს სატურნირო ცხრილში ისევ 5 ქულით უსწრებენ.

წყალტუბოელებმა 44-ე წუთამდე გაუძლეს ბათუმში ადგილობრივ „დინამოს“, შემდეგ კი მასპინძლებმა 19 წუთში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 3:0
გოლები: 1:0 ჯიღაური (44), 2:0 მამუჩაშვილი (52), 3:0 ალთუნაშვილი (63)
გაძევება: კალანდრიშვილი (70)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი (ნავალოვსკი 80), აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი (მანჯგალაძე 67), ჯიღაური, მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 71),
ალთუნაშვილი, ფლამარიონი (გროზურეკი 67), ფანცულაია

მწვრთნელი: გეგუჩაძე

სამგურალი (4-5-1): ქვილითაია, პატარკაციშვილი, ქურდაძე, ბურჯანაძე (თევზაძე 66), ტურე (ჩიხლაძე 46), ფონიავა (ახვლედიანი 72), ლექვთაძე, კიკაბიძე (კ), კუხიანიძე (ამინუ 72), კალანდარიშვილი, ვერულიძე (დოლიძე 66)

მწვრთნელი: ფრუიძე

თბილისში „დინამო“ მე-17 წუთზე მარუშიჩმა დააწინაურა, 22-ე წუთზე კი სტუმართა გუნდის კაპიტანმა გიორგი არაბიძემ შორიდან თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა „სამტრედიას“ მცველი მჭედლიშვილი გააძევა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ოთხი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - სამტრედია 5:1
გოლები: 1:0 მარუშიჩი (17), 1:1 არაბიძე (22), 2:1 სხირტლაძე (57), 3:1 ბენიო (59), 4:1 რადინი (72), 5:1 მოისწრაფიშვილი (79)
გაძევება: მჭედლიშვილი (48)

დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ბენიო, პაპავა (კ), ხვადაგიანი (კობოური 75), ქარდავა (მექვაბიშვილი 46), რადინი (კუცია 75), სპორკსლედე, მორჩილაძე, სხირტლაძე (ქავთარაძე 81), ბარნსი (მოისწრაფიშვილი 75), მარუშიჩი

მწვრთნელი: ცხადაძე

სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე, მჭედლიშვილი, ასათიანი, გიორგაძე, ახალაძე (კამლაძე 66), კვირკვია, ენდელაძე (მესიაჩენკო 76), პავიშიჩი (რობაქიძე 76), არაბიძე (კ), ლომთაძე (გადრანი 52), პრელჩეცი (კობახიძე 66)

მწვრთნელი: ცეცაძე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული