მწირშედეგიანობა ეროვნულ ლიგაში - 4 გოლი 3 მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 29 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტური ერთდროულად სამი შეხვედრით გაიხსნა და მოგვიანებით დასრულდება.

წყალტუბოში, "26 მაისზე", "სამგურალმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. ქუთაისელები უკანასკნელი 4 გასვლითი შეხვედრიდან სამში დამარცხდნენ, დღევანდელ დაპირისპირებაში წარუმატებლობის შემთხვევაში კი მოწინავე ექვსეულთან მიახლოების შანსს კარგავდნენ.

მე-18 წუთზე სტუმრებს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდათ - ირაკლი ძარია ვასილის კარაგუნისმა შეცვალა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა გოლების გარეშე დასრულდა. მასპინძელთა ფორვარდმა სერგო კუხიანიძემ რეალური საგოლე შანსი გაანიავა.

29.09. წყალტუბო, 26 მაისი

"სამგურალი" - "ტორპედო" 0:0

მომდევნო ტურში, 3 ოქტომბერს, "ტორპედო" ბათუმის
"დინამოს" ეწვევა, "სამგურალი" კი ამჯერად თბილისის "დინამოს" მიიღებს.

ეროვნული ლიგის უკანასკნელ ადგილზე მყოფმა "სამტრედიამ" "საბურთალოს" უმასპინძლა. სამტრედიელები ფრედ იშვიათად თამაშობენ, თბილისელებს კი სტუმრად გამარჯვება უჭირდათ.

მე-9 წუთზე აკაკი შულაიამ თბილისელები მეკარე ოთო გოშაძის საგოლე პასი გამოიყენა. პირველი ტაიმის ბოლომდე "საბურთალო" გამარჯვებას მიუახლოვდა - გიორგი გულიაშვილმა გიორგი გოჩოლეიშვილის პასი გოლად აქცია.

მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. "საბურთალო" 46 ქულით მესამე ადგილზე რჩება.

29. 09 სამტრედია."ეროსი მანჯგალაძე"

"სამტრედია" - "საბურთალო" 0:2

გოლები:
0:1 შულაია (9), 0:2 გულიაშვილი (35)

"საბურთალო" 3 ოქტომბერს "ლოკომოტივს" ესტუმრება, "სამტრედია" კი "თელავს" დაუხვდება.

ფოთში აუტსაიდერების დაპირისპირება შედგა - "შუქურამ" "თელავს" უმასპინძლა, რომელიც მატჩს 3-თამაშიანი წაგებათა სერიით შეხვდა.

მასპინძლები უკვე მე-5 წუთზე დაწინაურდნენ - მიშიკო სარდალიშვილმა ჯეფერსონ ჯერალდოს პასი გამოიყენა.

შესვენების შემდეგ კახელთა მთავარმა მწვრთნელმა ერთბაშად სამი ცვლილება გამოიყენა. შეხვედრაში ესტონეთიდან დაბრუნებული ანტონ თოლორდავაც ჩაერთო.

ნომინალურმა სტუმრებმა საწადელს მაინც მიაღწიეს და ირაკლი რუხაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 1:1. შეხვედრა საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდგა.

29. 09 ფოთი. ფაზისი

"შუქურა" - "თელავი" 1:1

გოლები:
1:0 სარდალიშვილი (5), 1:1 რუხაძე (76)

მომდევნო ტურში, 3 ოქტომბერს, "შუქურა" გორის "დილას" უმასპინძლებს, "თელავი" კი "სამტრედიას" სტუმრად დაუპირისპირდება.


altორივე "დინამომ" მოიგო და სტატუს-კვო შენარჩუნდა - ბათუმელები ჩემპიონობისაკენ წინ მიიწევენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული