უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის მერე მეორე ტაიმი უფრო საინტერესო გამოდგა. 65-ე წუთზე მარუშიჩმა სტუმრები დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ - 70-ე წუთზე სიხარულიძემ ანგარიში გაათანაბრა, 79-ეზე კი სანდოხაძემ „ლოკო“ წინ გაიყვანა. თუმცა მალე ბარნსმა დალაშქრა „რკინიგზელთა“ კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თბილისის "დინამო" 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის "დინამოს" ჯერჯერობით 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ლოკომოტივი" 41 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა.
საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - დინამო (თბ) 2:2
გოლები: 0:1 მარუშიჩი (65), 1:1 სიხარულიძე (70), 2:1 სანდოხაძე (79),2:2 ბარნსი (81)
ლოკომოტივი (4-2-3-1): სპენკელინკი, ვადი, სანდოხაძე, გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია, სამურკასოვი (დიასამიძე 60), იმრანი (კახაბრიშვილი 81), შონია (გავაშელიშვილი 68), კირკიტაძე, სიხარულიძე (ანდრონიკაშვილი 81)
მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ხვადაგიანი, პაპავა (კ), ბენიო, სპორკსლედე, რადინი (ქარდავა 63), მორჩილაძე (ხარაბაძე 63), მექვაბიშვილი (კუცია 80), სხირტლაძე, ბარნსი (ქავთარაძე 88), მარუშიჩი
მწვრთნელი: ცხადაძე
მწვრთნელი: ცხადაძე