23-ე წუთზე გორული გუნდი კამარას გოლით წინ გავიდა. 34-ე წუთზე ჯიღაურმა შორიდან დალაშქრა გუგეშაშვილის კარი და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ. 73-ე წუთზე ფლამარიონი საჯარიმოში სილვამ წააქცია, პენალტი კი ზუსტად მამუჩაშვილმა შეასრულა. „დილას“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებდა, მალე მისმა 20 წლის კაპიტანმა გაგნიძემ ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
ბათუმის "დინამო" ლიდერია და უახლოეს მდევარ თბილისის "დინამოს" ისევ 5 ქულით უსწრებს, ხოლო "დილა" 44 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (ბთ) 2:2
გოლები: 1:0 კამარა (23), 1:1 ჯიღაური (34), 1:2 მამუჩაშვილი (73, პენ), 2:2 გაგნიძე (76)
დილა (4-2-1-3): გუგეშაშვილი, ნემსაძე (ბიძინაშვილი 65), ჭიჭინაძე, სანტოსი, სილვა, მოსიაშვილი, ნონდი, გაგნიძე (კ), მადინგა (კაპანაძე 61), ღუდუშაური, კამარა
მწვრთნელი: დემჩენკო
დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ჯიღაური (გროზურეკი 89), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 81), ფლამარიონი (ნიქაბაძე 89), ფანცულაია (გაფრინდაშვილი 81)
მწვრთნელი: გეგუჩაძე