59-ე წუთზე სტუმრები 10 ფეხბურთელის ამარა დარჩნენ - გიორგი ყრუაშვილმა ალეფ სანტოსი მეორე გაფრთხილების გამო გააძევა. გორელები აღშფოთებულნი იყვნენ.
3.10. ფოთი. "ფაზისი"
"შუქურა" - "დილა" 4:0
გოლები: სარდალიშვილი (9), მუსელიანი (10), კომახიძე (52), ინგოროყვა (80)
სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ოქტომბერს, "დილა" "სამტრედიას" უმასპინძლებს, ამავე დღეს კი "შუქურა" ბათუმის "დინამოს" მიიღებს.
თბილისის "დინამომ" კიდევ ერთ შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა - წყალტუბოში, "სამგურალთან" 2:2 ითამაშა.
მასპინძლები სერგო კუხიანიძემ უკვე მეორე წუთზე დააწინაურა, თბილისელები წინ პირველივე ტაიმში გავიდნენ (ლევან ხარაბაძემ ორი საგოლე პასი ჩაიწერა). წყალბუბოელებმა შეხვედრის გადარჩენა მოახერხეს.
თბილისელები ლიდერ ბათუმის "დინამოს" 4 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა 1 შეხვედრით მეტი აქვთ გამართული.
2.10. წყალტუბო. "26 მაისი"
"სამგურალი" - "დინამო" (თბ) 2:2
1:0 კუხიანიძე (2, პენ), 1:1 სხირტლაძე (12), 1:2 ოსეი (29), 2:2 კალანდარიშვილი (73)
მომდევნო ტურში, 16 ოქტომბერს "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" დაუხვდება, "სამგურალი" კი "საბურთალოს" ესტუმრება.
"სამტრედია" საკუთარ მოედანზე ამჯერად "თელავთან" დამარცხდა და ეროვნულ ლიგაში დარჩენა სერიოზულად გაირთულა.
3.10. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
"სამტრედია" - "თელავი" 0:2
გოლები: ჯანელიძე (16), თოლორდავა (34)
16 ოქტომბერს "სამტრედია" გორში, "დილასთა" ითამაშებს, "თელავი" კი "ლოკომოტივს" მიიღებს.
ბათუმის "დინამო" "დილასთან" ფრეს დასჯერდა და თბილისის "დინამოს" ისევ 5 ქულით უსწრებს [VIDEO]