ბათუმის "დინამომ" აჭარულ დერბიში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ქობულეთის "შუქურამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბათუმელები გააქტიურდნენ. ანგარიში თორნიკე გაფრინდაშვილმა 65-ე წუთზე გახსნა, საბოლოო ანგარიში კი ირაკლი აზაროვმა 90+3 წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, 29 ტურის შემდეგ, ქობულეთელები 25 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფებიან, ბათუმელები 63 ქულით 1-ელ ადგილს იკავებენ.

"შუქურა" მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს, "სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს, ბათუმის "დინამო" იმავე რიცხვში თბილისის "დინამოს" უმასპინძებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული