ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ცეცაძემ სეზონი ვერ დაასრულა - "სამტრედია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
"სამტრედია" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დატოვა - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.

46 წლის სპეციალისტმა "სამტრედია", რომელთან ერთადაც ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში ჩაიბარა. გუნდში საინტერესო ახალწვეულები მოვიდნენ, მათ შორის გიორგი არაბიძე, თუმცა ისინი ეროვნული ლიგის უპირობო აუტსაიდერი არიან და დიდი ალბათობით, დაქვეითებას ვერ გადაურჩებიან.

ცეცაძე მანამდე უკრაინულ "ლვოვში" მოღვაწეობდა, თუმცა 4 თვის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. მისი თავკაცობა "საბურთალოშიც" ხანმოკლე გამოდგა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავკაცი 21-წლამდელებიდან გარკვეული სკანდალის შემდეგ წავიდა, რომელიც მის გაძევებასა და
დისკვალიფიკაციას გულისხმობდა.

"სამტრედია" 24 ოქტომბერს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

alt18 დამატებული წუთი, თელაველთა წარმატებული სერია და განწირული "სამტრედია" [VIDEO]

altოფიციალურად: გიორგი არაბიძე ეროვნულ ლიგაში ითამაშებს! [VIDEO]