სენსაცია - ბათუმის "დინამო" აუტსაიდერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის დასრულებამდე დიდი დრო აღარ დარჩა. 31-ე ტური 2 შეხვედრით გაიხსნა, რომელთაც საკმაოდ დიდი სატურნირო მნიშვნელობა გააჩნდათ.

ფაქტობრივად, განწირულმა "სამტრედიამ", რომელიც შეხვედრის წინ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძის გარეშე დარჩა, ჩემპიონობასთან საკმაოდ ახლოს მყოფ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

სამტრედიელებმა, რომელთაც დროებითი მწვრთნელი ლერი მეგენეიშვილი მოძღვრავდა, ერთადერთი გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე გაიტანეს - ანატოლი მესიაჩენკომ ავთო ენდელაძის პასი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კაცნაკლულნი თამაშობდნენ - 45-ე წუთზე გიორგი ახალაძე გააძევეს.

VideoSportall.Ge
სამტრედია - ბათუმის დინამო
1:0

ბათუმელებს თამაშის ბედის გადაწყვეტა მანამდე შეეძლოთ, თუმცა გიორგი ფანცულაიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. თბილისის "დინამოს" შესაძლებლობა ეძლევა, ლიდერს 4 ქულამდე მიუახლოვდეს.

24. 10. სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"

"სამტრედია" - "დინამო" (ბათუმი)  1:0

გოლი: მესიაჩენკო (90)

მომდევნო ტურში, 1-ელ ნოემბერს, "სამტრედია" ლოკომოტივს" ესტუმრება, "დინამო" კი "საბურთალოს" უმასპინძლებს.

ფოთში გამართულ შეხვედრას კი უფრო დიდი მნიშვნელობა ნომინალური მასპინძლებისთვის ჰქონდა - "შუქურა" ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, მისი მეტოქე "ლოკომოტივი" კი ოთხეულს საკმაოდ ჩამორჩება, თუმცა ახლოს არც სახიფათო ზონასთანაა.

Video


ამ დაპირისპირებაშიც მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თუმცა ფავორიტებმა იმარჯვეს. სტუმრებმა მხრიდან დავით უბილავამ 35-ე წუთზე გაიტანა.

24.10. ფოთი, "ფაზისი"

"შუქურა" - "ლოკომოტივი" 0:1

გოლი: უბილავა (35)

პირველ ნოემბერს "შუქურა" "სამგურალს" ესტუმრება,  "ლოკომოტივი" კი "სამტრედიას" უმასპინძლებს.

altცეცაძემ სეზონი ვერ დაასრულა - "სამტრედია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

altფრე დედაქალაქელებთან და ბათუმის "დინამო" ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

alt"ტორპედომ" და "საბურთალომ" ქულები გაიყვეს [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 14 /
თუკი დაუჯერებელი სასწაული მოხდა და სამტრედია გადათააშებაში მოხვდა, ის გაგრას აჯობებს გადათამამაშებაში, ხოლო აი მერანი კი ტორპედოს ადგილს დაიკავებს ელიგაში. თუმცა სჯობს ტორპედო დარჩეს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება.
Jango
18:59 25-10-2021
0
ოხ ეს საშინელი, საშინელი ტოტალიზატორი
გულშემატკივარი
17:51 25-10-2021
2

myquiz

სიახლეები პოპულარული