ფაქტობრივად, განწირულმა "სამტრედიამ", რომელიც შეხვედრის წინ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძის გარეშე დარჩა, ჩემპიონობასთან საკმაოდ ახლოს მყოფ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
სამტრედიელებმა, რომელთაც დროებითი მწვრთნელი ლერი მეგენეიშვილი მოძღვრავდა, ერთადერთი გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე გაიტანეს - ანატოლი მესიაჩენკომ ავთო ენდელაძის პასი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კაცნაკლულნი თამაშობდნენ - 45-ე წუთზე გიორგი ახალაძე გააძევეს.
Video
სამტრედია - ბათუმის დინამო
1:0
სამტრედია - ბათუმის დინამო
ბათუმელებს თამაშის ბედის გადაწყვეტა მანამდე შეეძლოთ, თუმცა გიორგი ფანცულაიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. თბილისის "დინამოს" შესაძლებლობა ეძლევა, ლიდერს 4 ქულამდე მიუახლოვდეს.
24. 10. სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"
"სამტრედია" - "დინამო" (ბათუმი) 1:0
გოლი: მესიაჩენკო (90)
მომდევნო ტურში, 1-ელ ნოემბერს, "სამტრედია" ლოკომოტივს" ესტუმრება, "დინამო" კი "საბურთალოს" უმასპინძლებს.
ფოთში გამართულ შეხვედრას კი უფრო დიდი მნიშვნელობა ნომინალური მასპინძლებისთვის ჰქონდა - "შუქურა" ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, მისი მეტოქე "ლოკომოტივი" კი ოთხეულს საკმაოდ ჩამორჩება, თუმცა ახლოს არც სახიფათო ზონასთანაა.
Video
ამ დაპირისპირებაშიც მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თუმცა ფავორიტებმა იმარჯვეს. სტუმრებმა მხრიდან დავით უბილავამ 35-ე წუთზე გაიტანა.
24.10. ფოთი, "ფაზისი"
"შუქურა" - "ლოკომოტივი" 0:1
გოლი: უბილავა (35)
პირველ ნოემბერს "შუქურა" "სამგურალს" ესტუმრება, "ლოკომოტივი" კი "სამტრედიას" უმასპინძლებს.
ცეცაძემ სეზონი ვერ დაასრულა - "სამტრედია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
ფრე დედაქალაქელებთან და ბათუმის "დინამო" ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]