ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"დილამ" "სამგურალი" მეორე ტაიმში გატეხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 31-ე ტურში „დილამ“ საკუთარ მოედანზე „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში კამარამ გახსნა, ხოლო მატჩის დასასრულს მისი პასით მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა ბიძინაშვილმა გაიტანა და გორულმა გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

53 ქულით ამ მომენტისთვის მესამე ადგილზე მყოფი "დილა" 31 ოქტომბერს ქუთაისში „ტორპედოს“ შეხვდება, „სამგურალი“ კი, რომელმაც ბოლო 7 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, 36 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 1-ელ ნოემბერს „შუქურას“ უმასპინძლებს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - სამგურალი 2:0
გოლები: 1:0 კამარა (62), 2:0 ბიძინაშვილი (89)