ანდრეი დემჩენკო: მატჩი მებრძოლი ხასიათის ხარჯზე მოვიგეთ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 31-ე ტურში "დილამ" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ გააკეთა და მატჩი შეაფასა:

"დღეს რთული თამაში მოვიგეთ, ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რომელმაც ბრძოლა გაგვიმართა. დაცვაში დისციპლინირებულად თამაშობდნენ და კარგად გადმოდიოდნენ კონტრშეტევებზე. მოველოდით კიდეც ამას. უნდა აღინიშნოს, რომ "ლოკომოტივთან" დიდი ძალები დაიხარჯა და ამიტომაც პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ. გამოჩნდა, რომ ძირითადის ფეხბურთელები, რომლებიც ცენტრში თამაშობდნენ, დაიღალნენ.

მიუხედავად ამისა, ვულოცავ გუნდს. მათ გამოავლინეს მებრძოლი ხასიათი. კარგად შემოვიდნენ სათადარიგო ფეხბურთელები,
გააძლიერეს შეტევა და ორი გოლის გატანა მოვახერხეთ. კიდევ ერთხელ, თამაში რთული იყო და ვულოცავ გუნდს, მართლაც რომ მებრძოლი ხასიათი და გამძლეობა გამოავლინა თითოეულმა მათგანმა და ვისაც არ აქვს გამძლეობა, ის ფეხბურთში ვერ მიაღწევს წარმატებას".

fcdila.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული