უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები მათმა კაპიტანმა გაგნიძემ დააწინაურა, 71-ე წუთზე კი მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა მასპინძელთა ნახევარმცველი ცინცაძე, ხოლო 77-ე წუთზე კამარამ მადინგა შოვნაძესთან პირისპირ გაიყვანა და ანგარიში 0:2 გახდა. კომპენსირებულ დროში ბიძინაშვილმაც დაამწუხრა მასპინძლები, მერე კი არბიტრმა გორელთა მცველი ჭიჭინაძე გააძევა.
„დილამ“ ზედიზედ ოთხი მატჩი საერთო ანგარიშით 12:1 მოიგო, 56 ქულით მესამე ადგილზეა და 6 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, 30 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი „ტორპედო“ კი იმავე დღეს ქობულეთში „შუქურას“ დაუპირისპირდება.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დილა 0:3
გოლები: 0:1 გაგნიძე (55) ), 0:1 მადინგა (77), 0:3 ბიძინაშვილი (90+4)
გაძევება: ცინცაძე (71), ჭიჭინაძე (90+4)
ტორპედო (3-4-3): შოვნაძე, ტაბატაძე (კ) (წოწონავა 65), მირცხულავა, ნადარაია (ჩალაძე 84), მუდიმუ, კარაგუნისი, მამასახლისი, ძარია (ცინცაძე 25), რეკიში (მჭედლიძე 65), ზიდანი (ბუკასი 65), ახვლედიანი
მწვრთნელი: ჩხეტიანი
დილა (4-3-3): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი (ნემსაძე 84), ჭიჭინაძე, სანტოსი, სილვა, ნონდი, გაგნიძე (კ), ბიძინაშვილი, მადინგა (თავყელიშვილი 90+1), კამარა, ღუდუშაური (მოსიაშვილი 84)
მწვრთნელი: დემჩენკო