სიტუაცია დაიძაბა - თბილისის "დინამომ" მოიგო და ბათუმის "დინამოს" მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 32-ე ტურში თბილისის „დინამომ“ სახლში „თელავი“ 4:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლები რადინმა წინ გაიყვანა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მეოთხე გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში სტუმრებმა მწვავედ შეუტიეს, სწრაფი კონტრიერიშისას კი აქტიურმა ხარაბაძემ დრიბლინგის შემდეგ დალაშქრა თანდილაშვილის კარი. კომპენსირებულ დროში მარუშიჩმაც გაიტანა (ჩემპიონატზე მე-14 გოლი), შეცვლაზე შესულმა მოისწრაფიშვილმაც და დედაქალაქელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ამ გამარჯვების შედეგად, ჩემპიონატის დასრულებმდე 4 ტურით ადრე, ცხადაძის გუნდი ლიდერ ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ზღვისპირელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული - 1-ელ ნოემბერს
„საბურთალოს“ უმასპინძლებენ.

მომავალ ტურში,6 ნოემბერს, თბილისის „დინამოს“ რთული გასვლა ელის გორში „დილასთან“, ხოლო „თელავი“, რომელიც 35 ქულით მე-7 ადგილზეა, 7 ნოემბერს „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - თელავი 4:0
გოლები: 1:0 რადინი (40), 2:0 ხარაბაძე (72), 3:0 მარუშიჩი (90+1), მოისწრაფიშვილი (90+3)

დინამო (თბ) (5-1-3-1): პრიეტო, სპორკსლედე, ბენიო, პაპავა (კ), ხვადაგიანი, ხარაბაძე (მოისწრაფიშვილი 86), მექვაბიშვილი, ქავთარაძე (კუცია 74), რადინი (ქარდავა 62), ბარნსი (მორჩილაძე 74), მარუშიჩი

მწვრთნელი: ცხადაძე

თელავი (4-3-3): თანდილაშვილი, თევზაძე, ფაცაცია, შერგელაშვილი, თოლორდავა, ჩუკვურა (არდაზიშვილი 58), მ. ბაშელეიშვილი (კ) (მარაქველიძე 78), ჯანელიძე, ჩოგაძე (ჟუნიორი 58), აშორტია (ჯიქია 81), შეყილაძე (რუხაძე 58)

მწვრთნელი: მიქაძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ დინამო მაგრამ ერთI მიკვირს კვიპროსშI ალპობებ პაპუნაშვილს სკამზე და ჩAმოიყვანონ განა რას უხდის ისეთს კვიპროსი რო ჩვენ მეტი ვერ გადვუხადოთ ან თAნაბარი მაინც დინამოს მაგრად წაადგება და თვითOნ ფეგბურთEლს ვაფშE როგორც ვიციი ბათUმს სურვილი აკვს დამატების და წარმატებებს ვიუსურვებ არაა გიორგი დასაკარგი ფეღბურთEლი მე მახსოვს ნახევარ ფინალი და ინგლისი მე ბევრი რამ მახსოვს გიორგიზრ წარმატებებიი გიოოო
warmateba
14:23 01-11-2021
0
Dinamo batumi imsaxurebs chempionobas
0

სიახლეები პოპულარული