პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლები რადინმა წინ გაიყვანა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მეოთხე გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში სტუმრებმა მწვავედ შეუტიეს, სწრაფი კონტრიერიშისას კი აქტიურმა ხარაბაძემ დრიბლინგის შემდეგ დალაშქრა თანდილაშვილის კარი. კომპენსირებულ დროში მარუშიჩმაც გაიტანა (ჩემპიონატზე მე-14 გოლი), შეცვლაზე შესულმა მოისწრაფიშვილმაც და დედაქალაქელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ამ გამარჯვების შედეგად, ჩემპიონატის დასრულებმდე 4 ტურით ადრე, ცხადაძის გუნდი ლიდერ ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ზღვისპირელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული - 1-ელ ნოემბერს „საბურთალოს“ უმასპინძლებენ.
მომავალ ტურში,6 ნოემბერს, თბილისის „დინამოს“ რთული გასვლა ელის გორში „დილასთან“, ხოლო „თელავი“, რომელიც 35 ქულით მე-7 ადგილზეა, 7 ნოემბერს „საბურთალოს“ უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - თელავი 4:0
გოლები: 1:0 რადინი (40), 2:0 ხარაბაძე (72), 3:0 მარუშიჩი (90+1), მოისწრაფიშვილი (90+3)
დინამო (თბ) (5-1-3-1): პრიეტო, სპორკსლედე, ბენიო, პაპავა (კ), ხვადაგიანი, ხარაბაძე (მოისწრაფიშვილი 86), მექვაბიშვილი, ქავთარაძე (კუცია 74), რადინი (ქარდავა 62), ბარნსი (მორჩილაძე 74), მარუშიჩი
მწვრთნელი: ცხადაძე
თელავი (4-3-3): თანდილაშვილი, თევზაძე, ფაცაცია, შერგელაშვილი, თოლორდავა, ჩუკვურა (არდაზიშვილი 58), მ. ბაშელეიშვილი (კ) (მარაქველიძე 78), ჯანელიძე, ჩოგაძე (ჟუნიორი 58), აშორტია (ჯიქია 81), შეყილაძე (რუხაძე 58)
მწვრთნელი: მიქაძე