პირველ ტაიმში სტუმრების დაწინაურება ხარაბაძემ ვერ შეძლო, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მასპინძლები ბიძინაშვილმა წინ გაიყვანა - მან მიჯრით მეოთხე მატჩში გაიტანა. „დინამო“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა, „დილამ“ კი კონტრიერიშისას სამი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.
თბილისის "დინამო" ჩემპიონატის დასრულებმდე 3 ტურით ადრე ბათუმის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება და ზღვისპირული გუნდი, ალბათ, პირველად მოიპოვებს ოქროს მედლებს.
"დილამ" ზედიზედ მეხუთე შეხვედრა საერთო ანგარიშით 13:1 მოიგო და მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს" 4 ქულითღა ჩამორჩება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (თბ) 1:0
გოლი: ბიძინაშვილი (47)
დილა (4-2-3-1): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი (ნემსაძე 76), ნონდი, მაისაშვილი (კ) (მანზი 73), სილვა, სანტოსი, გაგნიძე, ღუდუშაური (ბუღრიძე 72), ბიძინაშვილი (მოსიაშვილი 72), კამარა, მადინგა
მწვრთნელი: დემჩენკო
დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ხვადაგიანი, პაპავა (კ), ბენიო, ხარაბაძე (გაბედავა 80), რადინი (მოისწრაფიშვილი 69), მექვაბიშვილი, სპორკსლედე (მორჩილაძე 69), ბარნსი (ქარდავა 80), მარუშიჩი, ქავთარაძე (კუცია 56)
მწვრთნელი: ცხადაძე