შეუჩერებელმა "დილამ" თბილისის "დინამო" დაჯაბნა და ბათუმის "დინამო" თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „დილამ“ თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სტუმრების დაწინაურება ხარაბაძემ ვერ შეძლო, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მასპინძლები ბიძინაშვილმა წინ გაიყვანა - მან მიჯრით მეოთხე მატჩში გაიტანა. „დინამო“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა, „დილამ“ კი კონტრიერიშისას სამი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

თბილისის "დინამო" ჩემპიონატის დასრულებმდე 3 ტურით ადრე ბათუმის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება და ზღვისპირული გუნდი, ალბათ, პირველად მოიპოვებს ოქროს მედლებს.

"დილამ" ზედიზედ მეხუთე შეხვედრა საერთო ანგარიშით 13:1 მოიგო და მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს" 4 ქულითღა ჩამორჩება.

გორი. „თენგიზ
ბურჯანაძე“

დილა - დინამო (თბ) 1:0
გოლი: ბიძინაშვილი (47)

დილა (4-2-3-1): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი (ნემსაძე 76), ნონდი, მაისაშვილი (კ) (მანზი 73), სილვა, სანტოსი, გაგნიძე, ღუდუშაური (ბუღრიძე 72), ბიძინაშვილი (მოსიაშვილი 72), კამარა, მადინგა

მწვრთნელი: დემჩენკო

დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ხვადაგიანი, პაპავა (კ), ბენიო, ხარაბაძე (გაბედავა 80), რადინი (მოისწრაფიშვილი 69), მექვაბიშვილი, სპორკსლედე (მორჩილაძე 69), ბარნსი (ქარდავა 80), მარუშიჩი, ქავთარაძე (კუცია 56)

მწვრთნელი: ცხადაძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
გუნდის გარდა ყველაფერია დინამო, მაგრად წვალობს, იტანჯება!!! რასაც მინდორზე აკეთებს მაგას ფეხბურთი არ ჰქვია!!!
S.O.S.
23:14 06-11-2021
1
რანაირად არის დილა საუკეთესო გუნდი და ჯობს ორივე დინამოს, როცა ცხრილში მათზე ქვემოთაა??? ლოგიკა ხომ უნდა იყოს თქვენს ნათქვამში.უბრალოდ ამ კონკრეტულ მომენტში დილა სხვებზე უკეთეს ფორმაშია, მხოლოდ ეს არის და ეს.
Levani-ს
04:28 07-11-2021
2

სიახლეები პოპულარული