"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ბოსნიელმა კიპერმა დინო ჰამზიჩმა დატოვა - ამის შესახებ ცნობილი ფეხბურთელის "ინსტაგრამის" მეშვეობით გახდა.

შეგახსენებთ, 34 წლის კიპერი საჩხერის "ჩიხურას" ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა, რის შემდეგაც სამშობლოში გადაბარგდა, თუმცა მალევე კვლავ საქართველოში დაბრუნდა.

უკანასკნელ პერიოდში ქუთაისურ გუნდში სერიოზული ცვლილებებია. კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ კახა ჩხეტიანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ქუთაისელებს დროებითი თავკაცი შოთა ბაბუნაშვილი წვრთნის, სეზონის შემდეგ კი, დიდი ალბათობით, უცხოელ სპეციალისტს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება მეკარის საკითხს - ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ლევან შოვნაძეს ვხედავთ, რომელმაც "შუქურასთან" (1:0) გამარჯვებაში საკმაოდ
დიდი წვლილი შეიტანა. ჯერჯერობით გუნდში გამოცდილი როინ კვასხვაძეც რჩება.

alt"ტორპედომ" და "სამგურალმა" გასვლაზე იმარჯვეს

alt"ტორპედომ" ჩხეტიანი გაათავისუფლა

მკითხველის კომენტარები / 3 /
Გონდარჩუკი კარგი იყო...მუცელი მეტკინა იმდენი ვიცინე...დილას მწვრთნელი დიმჩენკოა დააათოოო....
Გონდარჩუკი საიდან მოიფიქრე??? დავიღალე სიცილისგან...გაიხარე,გონდარჩუკი კარგი იყო
დათო-რუსთავი-ს
21:19 08-11-2021
0
ტორპედოს ახალ მფლობელებს თუ შედეგი უნდათ უკრაინელი მწვრთნელი მოძებნონ , იმიტომ რომ ქართველებს უბურთოდ მოძრაობას და სირბილს მოსთხოვს, ხონ ხედავთ დილამ დინამოს ზუსტად მაგის ხარჯზე მოუგო , დასეირნობდა მთელი 90 წუთი დინამო გეგონება სეირნობით იგება თამაშები ,ამ დროს ცხადაძე ამას ყველაფერს ვერ ამჩნევდა დავიჯერო ? ყოჩაღ დილას და მის მწვრთნელ გონდარჩუკს , მას რო სულ ცოტათი უკეთესი კონტიგენტი და გრძელი სკამი ქონოდა გორელები ჩემპიონობასაც გამოკრავდნენ ხელს ...
დათო-რუსთავი
19:03 08-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული