დემჩენკო: თბილისის "დინამოსთან" მოგებამ ფსიქოლოგიური მუხტი მოგვცა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „დილამ“ თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა, ზედიზედ მეხუთე შეხვედრა საერთო ანგარიშით 13:1 მოიგო და 59 ქულით მესამე ადგილზეა. დედაქალაქელებთან ნამატჩევს კომენტარი გორული გუნდის მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ გააკეთა:

"ემოციურად დატვირთული და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, ორი კარგი გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს, რომლებმაც კარგი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს. ვიმედოვნებ, რომ მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მომენტები ორივე მხარეს იქმნებოდა, თუმცა ფორტუნა დღეს ჩვენს მხარეს იყო. ამ თამაშმა მოგვცა ფსიქოლოგიური მუხტი მომავალი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელიც "საბურთალოსთან" გველის. ეს მატჩი
სამეულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება, თუმცა ჩვენთვის "თელავთან" და ბათუმის "დინამოსთან" დარჩენილი შეხვედრებიც ძალიან პრინციპულია და მნიშვნელოვანი”.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სათადარიგო სკამი გაქვთ ძალიან მოკლე და ისედაც 2-3 ნორმალური ლეგიონერი არ გაწყენდათ ძირითადისთვის .
დათო-რუსთავი
21:28 09-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული