"მხოლოდ ჭორია" - მიხეილ ხუციშვილი "სამტრედიას" პროტესტსა და არაბიძეზე

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის დასრულებამდე მხოლოდ 3 ტური დარჩა. "სამტრედია" მძიმე სატურნირო მდგომარეობაშია, რასაც გავრცელებული ინფორმაციაც დაერთო, რომ გუნდის ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად ვარჯიშზე უარს აცხადებენ.

sportall.ge კლუბის სპორტულ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა:

"სავარჯიშო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია - გუნდი ჩვეულებრივ ემზადება და 21 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება სახელფასო საკითხს - ფეხბურთის განვითარების ფონდიდან სტიმულირების თანხების გვიან ასახვის გამო კლუბს მოთამაშეებთან 2-თვიანი დავალიანება აქვს, რომლის ერთი ნაწილიც მიმდინარე კვირის ბოლოს, დარჩენილი კი დეკემბრამდე დაერიცხებათ.

"სამტრედია" მომავალ სეზონს, დიდი ალბათობით, ეროვნულ ლიგა 2-ში დაიწყებს. 3 შეხვედრის
შემდეგ დავსხდებით, სიტუაციას შევაფასებთ და მომავალ გეგმებს განვიხილავთ...

გიორგი არაბიძეს იჯარა 31 დეკემბრამდე აქვს. შემდეგ ის პორტუგალიურ "ნასიონალს" დაუბრუნდება, რომელთანაც ხელშეკრულება აკავშირებს".

შეგახსენებთ, სამტრედიელებმა ცოტა ხნის წინ გია ცეცაძე გაათავისუფლეს, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი მეგენეიშვილმა კი საჩემპიონოდ შემზადებული ბათუმის "დინამოს" (2:1) დამარცხება მოახერხა. "სამტრედია" ეროვნულ ლიგაში უკანასკნელ საფეხურზეა და ქობულეთის "შუქურას" 7 ქულით ჩამორჩება.

altსენსაცია - ბათუმის "დინამო" აუტსაიდერთან დამარცხდა [VIDEO]

alt"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა


მკითხველის კომენტარები / 5 /
სამტრედია ეროვნულ ლიგაში მყოფი გუნდებს შემადგენლობით არ ჩამოუვარდება ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული გუნდს თავისი სათამაშო სტილიც გააჩნია უბრალოდ პატრონი არ ყავს ამ გუნდს.
ისიდორე
09:45 17-11-2021
0
5 დღე უჭმელები დატოვეს! თქვენით იკვებეთო! რითი? მე-3 თვეა ხელფასი არაა, და რომც იყოს სად უნდა ამზადონ ბიჭებმა სადილები, იქ სადაც ისინი დააბინავეს არც სასადილო სივრცეა და არც სამზარეულო. მადლობა ჯურნალისტებს, ეგენი რო არა...
დათო
20:17 16-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული