ოფიციალურად - "ტორპედოს" მწვრთნელად ცეცაძე დანიშნეს

AutoSharing Option
"ტორპედოს" მწვრთნელად გია ცეცაძე დანიშნეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ქუთაისის „ტორპედოს“ გია ცეცაძე უხელმძღვანელებს. 47 წლის სპეციალისტს ქართულ საფეხბურთო წრეებში განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. გია ცეცაძე, ასისტენტისა და მთავარი მწვრთნელის რანგში, წლების მანძილზე მუშაობდა უმაღლესი ლიგის გუნდებში. წვრთნიდა გორის "დილას", "ლოკომოტივს", "საბურთალოსა" და "სამტრედიას", რომელთან ერთადაც 2016-17 წლის საფეხბურთო სეზონში, ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული დაისაკუთრა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. იმუშავა უკრაინის უმაღლეს ლიგაში, სადაც "ლვოვის" სათავეში ყოფნისას, გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 8 შეხვედრა ჩაატარა.

გია ცეცაძეს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე არაერთი წელი აქვს ნამუშევარი ასაკობრივ ნაკრებებთან. იყო 16, 17, 19 და 21-წლამდელთა გუნდების თავკაცი. სანაკრებო დონეზე მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რვაგუნდიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ეროვნული ნაკრების სათავეში კი გია ცეცაძე ასისტენტობას კახა ცხადაძეს უწევდა.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მისი დებიუტი 21 ნოემბერს „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე, „ტორპედოსა“ და „სამტრედიის“ დაპირისპირებისას შედგება".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მეგონა ტორპედოს ახალ მფლობელებს გუნდის განვითარება და წინსვლა უნდოდათ , თურმე ვცდებოდი , მოიყვანე რა შეკაიკაცო უცხოელი მწვრთნელი , რაღადროს ცეცაძეა კაით რა ))) მალე ახდება კახაიე კუჭავას ნათქვამი ტორპედო "ლიგას" მოიგებსო ... ვაი თქ. პატრონს საცოდავს მორიგი ქუთაისური აფიორა
დათო-რუსთავი
19 ნოემბერი 2021 22:03
1
სად ქონდა ამ ვაი მწვრთნელს შედეგი? ნაკრებიდან ფურთხების გამო გამოაგდეს,საბურთალოში დაიწყო გაურკვევლობა როგორც კი მივიდა და ბიჭებმა დასვეს თავის ადგილზე გამოაგდეს,სამტრდიაში ხელფასის აღების მეტი არაფერი არ გაუკეთებია,გუნდიც გააგდო..ჩათვალეთ ქუთაისი გავარდნილია….
emigranti
19 ნოემბერი 2021 15:02
9
რამდენიმე წლის წინ სამტრედია რომ ჩემპიონი გახადა დაგავიწყდა?
mmm
19 ნოემბერი 2021 17:21
1
სამტრედია გააგდო ახლა ტორპედოსაც მიაყოლებს
ისიდორე
19 ნოემბერი 2021 08:41
7
გავარდნილა ტორპედო…უეჭველი
vano
19 ნოემბერი 2021 00:37
10
რა უნდა ამ მწვრთნელს, ჯერ სადაც წავიდა ის გუნდი დააქცია, სადაც მივიდა იქიდან ყველგან გაუშვეს. გასტრალიორი ხარ თყ მწვრთნელი
Tbilisi
19 ნოემბერი 2021 13:20
5
ტორპედო ღირსია იყოს თავის კუთვნილ მესამე ლიგაში გულშემატკივრებიანად,ჩაჩავას ვეფგაუბედეს ვერაფერი ვითომ ფანებმა ეგრევე მოსვა თავის ადგილზე.რა ფანები რის ფანები,ეხლა ცეცაძეც მიართმევს,გაუბედონ აბა რამე ცეცას ეგრევე მიიღებენ ტოგორც საჭიროა ისეთ პასუხს,ტორპედო უნდა გავარდეს აუცილებლად…
dinamo
20 ნოემბერი 2021 01:58
5
კლაფსვიკი(მეცხვარეები)-დინამო 6:1 არასოდეს დაივიწყო ეს ანგარიში ტორპედოს ჰეითერო.
ANTON
21 ნოემბერი 2021 10:31
0
ჩხეტიანი რომ დარჩენილიყო მაშინ გავარდებოდა! დინამოში ვერაფერი გააკეთა. რაც შეეხება ტორპედოს ჩემპიონი კვასხვაძემ გახადა!!!
დათო
19 ნოემბერი 2021 09:50
5
გასკდით გულზე ))))
ზურა
19 ნოემბერი 2021 20:34
0

სიახლეები პოპულარული