"დილამ" ევროტურნირებზე თამაში გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ევროტურნირებზე გამსვლელთა გასარკვევად ორი საინტერესო შეხვედრა გაიმართა - "სამგურალმა" თბილისის "ლოკომოტივს", ხოლო "საბურთალომ" "დილას" უმასპინძლა.

წყალტუბოლებს მთავარი ამოცანა - ლიგაში ადგილის შენარჩუნება - გარანტირებული ჰქონდათ, ხოლო "რკინიგზელები" ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ შანსს, სატურნირო ცხრილში "გორის" დილასთავის" გადაესწროთ და საპრიზო სამეულში შეეღწიათ, რაც კონფერენს ლიგის საგზურსაც ნიშნავს. 

"სამგურალს" უკანასკნელ 4 საშინაო შეხვედრაში ვერ გაემარჯვა, "ლოკომოტივი" კი ბოლო დროს სტუმრად წარმატებებს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების დაპირისპირებაში მასპინძლებს გამარჯვება ყოველთვის უჭირდათ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა - არსენ ნონიკაშვილმა 6 მოთამაშე
გააფრთხილა, თუმცა გოლი არ გასულა, რაშიც მეკარეების - მაქსიმე ქვილითაიასა და რევაზ თევდორაძის წვლილიც დიდი იყო.


20.11.21 წყალტუბო. "26 მაისი"

"სამგურალი" - "ლოკომოტივი" 0:0

ბოლოსწინა, 35-ე ტურში "სამგურალი" "შუქურას" ესტუმრება, "ლოკომოტივი" კი "ტორპედოს" მიიღებს.

"საბურთალოც" თეორიულ შანსს ინარჩუნებდა, რათა გორელებს სატურნირო ცხრილში ქულებით გათანაბრებოდა და ამის პირველი შესაძლებლობა უშუალო კონკურენტთან ჰქონდა.

მასპინძლებს, რომლის ფეხბურთელებმაც ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანეს, უკანასკნელ 4 შეხვედრაში გამარჯვება არ ჰქონდათ, "დილას" კი ამდენივე მატჩში საკუთარ კარში გოლიც კი არ გაუშვია. 

შეხვედრა ფრთხილი გამოდგა. ორივე გუნდი შედეგზე მეტად ფიქრობდა, ვიდრე თამაშის ხარისხზე - ტემპი დაბალი იყო, მომენტები კი იშვიათი.

საბოლოოდ, გორელებმა ფრეს მიაღწიეს და ევროტურნირებზე თამაში გაინაღდეს.

20.11.21. თბილისი."მიხეილ მესხი"


"ლოკომოტივი" - "დილა" 0:0

29 ნოემბერს "საბურთალო" "შუქურას" ესტუმრება, ხოლო "დილა" "თელავს" 28-ში უმასპინძლებს.

altდემჩენკო: თბილისის "დინამოსთან" მოგებამ ფსიქოლოგიური მუხტი მოგვცა

alt"მხოლოდ ჭორია" - მიხეილ ხუციშვილი "სამტრედიას" პროტესტსა და არაბიძეზე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული