"ტორპედომ" ცეცაძის ხელმძღვანელობით "სამტრედია" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის დასკვნით მატჩში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ 4:1 სძლია.

„ტორპედომ“ პირველად ითამაშა ახალი მწვრთნელის, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც „სამტრედია“ 23 ოქტომბერს დატოვა.

დებიუტში მასპინძლები პენალტით ცინცაძემ დააწინაურა, მალე გადრანმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 30-ე წუთზე წოწონავამ „ტორპედო“ისევ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში რეკიშმა და ბუკასმაც დალაშქრეს ქურდაძის კარი და ქუთაისელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„ტორპედო“ 36 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეი-აუტის ზონის მიღმა მყოფ უახლოეს გუნდს, „თელავს“ 2 ქულით ჩამორჩება, „სამტრედიას“ კი მომავალ სეზონში მეორე ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

ქუთაისი. „რამაზ
შენგელია“

ტორპედო - სამტრედია 4:1
გოლები: 1:0 ცინცაძე (5, პენ), 1:1 გადრანი (13), 2:1 წოწონავა (30), 3:1 რეკიში (75), 4:1 ბუკასი (79)

მკითხველის კომენტარები / 5 /
პლეი ოფში შარშან აშკარად უსამართლოდ მოექცნენ მარტვილს, წელს ვიმედოვნებთ წარმატებულ სამეგრელოს გუნდს ხელოვნურ პრობლემებს არ შეუქმნიან. "ტორპედო" არ იმსახურებს უმაღლესს, მითუმეტეს ახალი მწვრთნელს არანაირი მორალური უფლება არ აქვს წარსდგეს მაყურებლის ან კოლეგების წინაშე.
დემნა
13:31 23-11-2021
1
ბ-ნი კერესელიძის გამკვირვებია, იმედი გვქონდა "ტორპედოს" შველის და ეს რა ქენით? გაწირვაა გუნდის და გულსემატკივართა უპატივცემულობა. ერთი პოზიტიური არგუმენტი, ახალ მთ.მწვრთნელზე.
ანდრო
18:17 22-11-2021
2

სიახლეები პოპულარული