მატჩი 3 ავტოგოლით - "თელავმა" ადგილი შეინარჩუნა, "ტორპედო" პლეი-აუტში იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 35-ე ტურში კიდევ ორი მატჩი ჩატარდა.

საგურამოში უმოტივაციო „ლოკომოტივი“ და „ტორპედო“ დაზავდნენ (1:1) და ქუთაისური გუნდი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში მარტვილის „მერანს“ შეხვდება.

68-ე წუთზე მასპინძლები იმრანმა დააწინაურა, ხოლო 90+3-ე წუთზე ზიდანმა ანგარიში გაათანაბრა.

„თელავმა“ გორში „დილას“ 3:1 სძლია და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ამ მატჩში სამი ავტოგოლი გავიდა. რაც შეეხება „დილას“, წინა ტურში გაინაღდა მესამე ადგილი და ევროტურნირის საგზური და ამ შეხვედრას მისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ თელაველებო, გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ.
G.LA
20:46 28-11-2021
4
მივმართავ ფედერაციას გამოიძიოს დილა-თელავის თამაში და მკაცრად დასაჯოს ორივე გუნდი გარიგებისთვის!!!! სად გაქვთ თვალები სად????
სამართლიანი თამაში
02:49 29-11-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული