მასპინძლებმა წინა ტურში გაინაღდეს ჩემპიონის ტიტული, ხოლო სტუმრებმა ბრინჯაოს მედლები და ამ შეხვედრას პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა ლამაზი სანახავი გამოდგა.
ნამატჩევს ბათუმის „დინამოს“ ნანატრი ჩემპიონის თასი, მის ფეხბურთელებს ოქროს მედლები გადაეცათ და დიდი და ლამაზი ზეიმი გაიმართა.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დილა 2:2
გოლები: 1:0 ტეიდი (23), 1:1 სილვა (55, პენ), 2:1 ჩაბრაძე (67), 2:2 კაპანაძე (72)