"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა აჩი ბერიძემ გადაცემაში "სპორტი იმედზე" ჩემპიონობის შემდეგ გუნდის ევროტურნირების მიზნებზე ისაუბრა.

"გია გეგუჩაძე არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ქართული გუნდი ევროსარბიელზე გაიყვანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას თბილისის "დინამოს" შემდეგ ბათუმის "დინამოშიც" მიაღწევს.

ამ მიზანს 2018 წლიდან მოვყვებოდით და საბოლოო შედეგის მისაღწევად კიდევ დიდი შრომაა საჭირო. გუნდი ძალიან გაიზარდა, ფინანსურად ჩამოყალიბდა... არ შემიძლია არ აღვნიშნო ლადო დვალიშვილის ფაქტორი, რომელმაც ბატონ გია გეგუჩაძესთან ერთად დიდი სამუშაო გასწია და ვფიქრობ, რომ მათი ტანდემი მომავალი რადენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საკლუბო
ფეხბურთში საუკეთესო იქნება.

უნდა ვიშრომოთ ბევრი, მოვიზიდოთ ფინანსები და არაფერი შეუძლებელი არ არის! ჩემი ოცნებაა ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვიხილო... ფეხბურთში რაც ჩავიფიქრე და მინდოდა, რომ გამეკეთებინა, ეს არის ჩემი გუნდის სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე ნახვა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ყველას გვესმის, რომ ამას დიდი სამუშაოს გატარება სჭირდება. ყველაფერი კომპლექსურად არის: მინდვრები, სტაფი, ფინანსები... მთავარია, რომ მენეჯმენტში მიმდინარეობდეს ყველაფერი სწორად, გათვლები გავაკეთოთ და მიზანიც სწორად დავისახოთ", - ამბობს აჩი ბერიძე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
Gvabolebs erti suliaq rodis gyidis azarovs da kidev ramodenime fexburtelsbda gafrindeba hitivit.
ბაჯო
19:09 02-01-2022
0
კი მაგარამ ეს კაცი როგორ ამბობს "ჩემი გუნდიო" როცა იურიდიულად მას არანაირი საკუთრების უფლება არ აქვს ამ კლუბზე ან მის აქტივებზე, კლუბი დღეის მდგომარეობით ააა კერძო საკუთრება და ის მხოლოდ მართვის უფლებითაა გადაცემული.
ესეც კიდევ ერთი მახინჯი ფორმაა, როცა ამდენი კერძო სპონსორის ფული იხარჯება კლუბზე რომელიც არაა კერძი კომერციული საკუთრება.
Jango
11:16 23-12-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული