"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა აჩი ბერიძემ გადაცემაში "სპორტი იმედზე" ჩემპიონობის შემდეგ გუნდის ევროტურნირების მიზნებზე ისაუბრა.

"გია გეგუჩაძე არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ქართული გუნდი ევროსარბიელზე გაიყვანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას თბილისის "დინამოს" შემდეგ ბათუმის "დინამოშიც" მიაღწევს.

ამ მიზანს 2018 წლიდან მოვყვებოდით და საბოლოო შედეგის მისაღწევად კიდევ დიდი შრომაა საჭირო. გუნდი ძალიან გაიზარდა, ფინანსურად ჩამოყალიბდა... არ შემიძლია არ აღვნიშნო ლადო დვალიშვილის ფაქტორი, რომელმაც ბატონ გია გეგუჩაძესთან ერთად დიდი სამუშაო გასწია და ვფიქრობ, რომ მათი ტანდემი მომავალი რადენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საკლუბო
ფეხბურთში საუკეთესო იქნება.

უნდა ვიშრომოთ ბევრი, მოვიზიდოთ ფინანსები და არაფერი შეუძლებელი არ არის! ჩემი ოცნებაა ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვიხილო... ფეხბურთში რაც ჩავიფიქრე და მინდოდა, რომ გამეკეთებინა, ეს არის ჩემი გუნდის სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე ნახვა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ყველას გვესმის, რომ ამას დიდი სამუშაოს გატარება სჭირდება. ყველაფერი კომპლექსურად არის: მინდვრები, სტაფი, ფინანსები... მთავარია, რომ მენეჯმენტში მიმდინარეობდეს ყველაფერი სწორად, გათვლები გავაკეთოთ და მიზანიც სწორად დავისახოთ", - ამბობს აჩი ბერიძე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს სიტყვები წესიერი და მონდომებული კაცის სიტყვებია.ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
status quo
06 დეკემბერი 2021 16:00
1
წარმატებას გისურვებთ
aleksandre
06 დეკემბერი 2021 14:39
0
აზაროვი რო ეხლა თბ.დინამოში ყოფილიყო აქამდე გაყიდულიც იქნებოდა სადღაც ყ კლასის გუნდში, დარტამვულიც და დაკარგულიც სადღაც სათადარიგოების სათადარიგოებში.
Vasili
06 დეკემბერი 2021 17:35
0
ასეთი დამოკიდებულება რო ქონდეს ფიფიას და რომ ქონოდა ჩაჩავას და ყველა ქართული გუნდის მეპატრონეს ეხლა მინიმუმ ევროპა ლიგაზე ან კომფერენს ლიგაზე უნდა გვყავდეს გუნდი და შუა კვირას ველოდებოდეთ სათამაშოდ მაგრამ სამწუხაროდ მემგონი მარტო ეგ არის მთელი გულით რომ უყვარს ფეხბურთი და რა თქმა უნდა ფულზე წინ რომ ფეხბურთს აყენებს
ტოტტი
06 დეკემბერი 2021 14:53
2
წარმატებებს გისურვებ კარგო ადამიანო.არსებული ფეხბურთელების შენარჩუნებაა საჭირო და ძლიერი ლეგიონერების დამატება.აფრიკის ბაზარი ძალიან საინტერესოა.შერიფს სულ აფრიკელები ჰყავს.პლუს ფოკუზნიკები ბრაზილიიდან და გავალთ
გიორგი
06 დეკემბერი 2021 19:53
1
როგახვიდე მაგისთვის გუნდი არუნდა დაშალო და მინიმუმ ძლიერი ლეგიონერები დაიმატო
beqa
06 დეკემბერი 2021 14:47
2
კარგი რა, რა ჩემპიონთა ლიგაზე ცოტა ციდან დაეშვით ამ შემადგენლობით 2 წრეს ვერ გასცდებით და თუ პირველში შეგხვდათ ცოტა ნორმალური გუნდი იმასაც ვერ გადალახავთ ჩაიხედეთ რომელ ადგილას არი ჩვენი ჩემპიონატი და მიხვდებით თუ რა შორს აფრენილხართ.არ გეგონოთ თქვენი ჩემპიონობა არ გამიხარდა გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ
დავით
07 დეკემბერი 2021 03:24
6
რთული საქმეა, რამდენი კარგი ფეხბურთელი გამოჩნდება ყველა თუ გაყიდე.
გიორგი
06 დეკემბერი 2021 18:24
8
წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ , გაგვახარეთ.
კთკ.
07 დეკემბერი 2021 12:23
0
Gvabolebs erti suliaq rodis gyidis azarovs da kidev ramodenime fexburtelsbda gafrindeba hitivit.
ბაჯო
02 იანვარი 2022 19:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული