წავა თუ არა არაბიძე კვლავ ცეცაძესთან - რა გეგმები აქვს ქართველ ფეხბურთელს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე შესაძლოა, თბილისის "დინამოში" გადასულიყო.

ჩვენ დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა მართლაც დედაქალაქურ კლუბს ფეხბურთელთან მოლაპარაკება, თუმცა არაბიძის დედამ განგვიცხადა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა.

როგორც ლელა ბრეგვაძე გვიყვება, გიოს ამჟამად აგენტი არ ჰყავს, "ნასიონალში" დაბრუნებას კი არ აპირებს და ახალი გუნდის ძიებაშია.

კითვაზე, ხომ არ აღმოჩნდება არაბიძე კვლავ გია ცეცაძესთან, ის გვპასუხობს, რომ თუ "ტორპედომ" უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი იჯარით არაბიძემ "სამტრედიაში" გაატარა
და 15 მატჩში 3 გოლიც გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
საფეხბურთო უნარები აქვს გიოს,ალბათ 20-21 წლის რომ იყო იმ დროინდელ დონეს 4-5 წელიწადში დაიბრუნებს,ამის იმედია არის რაც მართალი,მართალია, მაგრამ დიდი მაზახისტები უნდა იყვნენ ის ბიჭები ვინც კლუბში იქნება, რომ ამისი უმსგავსო და მძიმე ხასიათი აიტანონ.
მე რომ კლუბის მფლობელი ვიყო და წამალივით მჭირდებოდეს გიო, მაინც არ ავიყვანდი.
თუმცა ასეთი იქნება დღევანდელი ვარსკვლავ ბიჭებიც,ალბათ 23-24 წლის ასაკში, კვარა და ჩაკვეც ალბათ...აფუჭებს ამათ მასმედიას მიერ ნაბოდვარი ათასი საქებარი ზღაპრები .
გივი
19:14 19-12-2021
1
Mtavaria tatuebi xo gauketa mesis nairi
Aleko
16:53 18-12-2021
0

myquiz

სიახლეები პოპულარული