შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება

AutoSharing Option
"მერანი" ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში, ქუთაისში "ტორპედოსთან" დამატებით დროში 0:3 დამარცხდა და ლიგა 2-ში დარჩა. მარტვილურ გუნდს პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდა მოგებული, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ თამაშის შემდეგ მისმა ფეხბურთელებმა გასახდელი დაალაგეს და მეტოქეს გამარჯვება მიულოცეს - ვერაფერს იტყვი, მართლაც ღირსეული საქციელია.

Sportall.Ge

ამ შეხვედრასა და ფაქტს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა:

"ეს მნიშვნელოვანი და კარგი ტრადიციაა და მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს. გადამწყვეტი და ემოციური თამაშის წაგების შემდეგ, როცა გუნდი ახერხებს და
საკუთარ თავში ამის ძალას პოულობს, დასაფასებელია. მთელ რიგ საკითხებში ნორმად მივიჩნევთ იმას, რაც არანორმალურია და კარგია, რომ რაღაც პირიქითაც ხდება და მსგავსი ფაქტებით კარგი მაგალითები ჩნდება. მადლობა და წარმატებები მარტვილის "მერანს", ქუთაისის "ტორპედოს" ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება!"

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბ-ნო შოთა. გამოცდილი მწვრთნელი და სპეციალისტი ხართ. აი ჩვეული პირდაპირი ბრძანებთ, ცეცაძის ადგილი არის ე-ლიგაში და საერთოდ ფეხბურთში?
კოტე
15 დეკემბერი 2021 14:25
2
მივცეთ დეველოპერს სტადიონის ტერიტორია და სანაცვლოდ შუაგულში ავაშენებინოთ კოხტა სტადიონი. თან ქრთამიც გამოვართვათ.
oceola
14 დეკემბერი 2021 18:52
2
სამწუხაროა როცა იცი, ესეთ დიდ ქალაქს, თანამედროვე სტადიონს არავინ გაუკეთებს! არადა წმინდა საფეხბურთო სტადიონი ნამდვილაად გაალამაზებდა ქალაქს და ჩემპიონატს.
beqa
14 დეკემბერი 2021 14:22
0
ნამდვილად სჭირდება ქუთაისს ახალი სტადიონი. 100 მილიონი რომ გამოყოს სახელმწიფომ მშვენიერი ახალი სტადიონი აშენდება. ასეთი ინფრასტრუქტურა ქვეყნას რჩება და უაზროდ არ იფლანგება. აბა, ჩვენ კაპიტალისტებს სოციალური პასუხისმგებლობა საერთოდ არ აქვს, ეგეთი ხარჯი რო გაწიონ.
პელიდი
14 დეკემბერი 2021 12:57
1
წარმატებები, მერანო! კაცური საქციელია!
alexandre
14 დეკემბერი 2021 10:57
0

სიახლეები პოპულარული