თბილისის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - ნიგერიელი მცველი პოლონეთიდან

AutoSharing Option
"დინამო თბილისმა" პოლონურ "იაგელონიასთან" ნიგერიელი მარცხენა მცველის გოდფრი სტეფენ ბიტოკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

21 წლის მცველი თბილისურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში იჯარის წესით იასპარეზებს, ამის შემდეგ კი დინამოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. იაგელონიამდე გოდფრი სტეფენ ბიტოკი ბელარუსული ისლოჩის და ნიგერიული ჯი-ლექ აკადემის ღირსებას იცავდა.

საკლუბო კარიერის პარალელურად ბიტოკი 2019 წელს ნიგერიის 23- წლამდე ნაკრებში მიიწვიეს. 2019 წელს მან ნიგერიელთა შემადგელობაში ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე 3 შეხვედრა გამართა.

საკლუბო კარიერა

2018-2020 | "ისლოჩი" | 59 მატჩი | 8 გოლი | 8 საგოლე
გადაცემა

2021 | "იაგელონია" | 4 მატჩი

2021 | "იაგელონია" 2 | 17 მატჩი

სანაკრებო კარიერა

2019 | ნიგერია U23 | 3 მატჩი
მკითხველის კომენტარები / 29 /
ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს დინამო. მოიყვანენ საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელებს და ერთი სეზონი ათამაებენ. ან გახდება ჩემპიონი ან ვერა მერე ევროთასებზე მოუგებენ პირველ ეტაპზე რაღაც ჭრღპღრ გუნდს და მორჩა ცოტა ძლიერი გუნდი ისევ გავარდნა და ისევ ახალი არსაიდან მოსული ფეხბურთელების დამატება... აქ რღაცაშია საქმე სავარაუდოდ ყომარის და ფულის კეთების გარდა არაფერი არ აინტერესებს ფიფიას...
დავით
16:24 18-12-2021
0
ამ აფრიკელ 21 წლის ვითომ ფეხბურთელს აქ რომ არ ასწავლოს დინამომ ფეხბურთი აქ ქართველი ახალგაზდები გაქრა? იაგელონიაში ჩაიკარგა, ბელორუსის აუტსაიდერიდან გადასული ფეხბურთელი და რა ამბიცია უნდა ქონდეს ასეთი ფეხბურთელებით დინამოს. მერე გვიკვირს ფარერების კლაკსვიკთან როგორ ნადგურდება? რაღატო მოყავს დინამოს, მეორე წელს რომ გაუშვან? შიპიტოა თუ დინამო?
G.LA
21:24 18-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული