თბილისის "დინამო" უკრაინელი თავდამსხმელით გაძლიერდა

AutoSharing Option
უკრაინელმა თავდამსხმელმა სტანისლავ ბილენკიმ მედშემოწმება გაიარა და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამო თბილისის შემადგენლობაში უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკი ჩაირიცხა. ბილენკიმ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემბით გააფორმა.

სტანისლავ ბილენკი სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" საკუთრება იყო და 2021 წლის სეზონში განათხოვრების წესით ბრესტის "დინამოში" თამაშობდა. უკრაინელი ფორვარდის ანგარიშზე 31 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბილენკიმ ბელარუსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა.

უკრაინელი ფორვარდი დონეცკის შახტარისა და ოლიმპიკის აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი როგორც
"ოლიმპიკის" ძირითად გუნდში ასევე, სლოვაკურ "დუნაისკა სტრედაში", პოლონურ "ზაგლებიეში" და უკრაინულ "რუხში" ასპარეზობდა. რაც შეეხება ბილენკის სანაკრებო კარიერას, თავდამსხმელი უკრაინის 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებების წევრი იყო. 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მან 7 შეხვედრა გამართა და 2 გოლის გატანა მოახერხა, 19-წლამდელთა რიგებში კი ბილენკის ანგარშიზე 1 მატჩია".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კაბელებს მოაძრობენ ხო?აბა ასე რას ითამაშებს.
Levani
22:36 17-12-2021
1
რა გაძლიერდა არ გრცხვენიათ? ჩამოწერილი ფეხბურთელის ჩამოყვანა შედეგს მოიტანს?
პროფესტო
20:37 17-12-2021
9

სიახლეები პოპულარული