თბილისის "დინამო" ფორვარდით გაძლიერდა

AutoSharing Option
ბელარუსის ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი დმიტრი ანტილევსკი კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს. ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ანტილევსკის ბოლო კლუბი ჟოდინოს "ტორპედო" გახლდათ. 2021 წლის სეზონში აღნიშნული გუნდის მაისურით შემტევმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვს გოლთან ერთად ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

დმიტრი ანტილევსკი ბორისოვის "ბატეს" აღზრდილია. ამავე კლუბის ძირითადი გუნდის გარდა, სხვადასხვა დროს მას მოგილევის "დნეპრში", საფეხბურთო კლუბ "მინსკსა" და "დინამო მინსკში" უასპარეზია.

ანტილევსკის ბელარუსის ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად, ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს. შემტევს
ბელარუსის ეროვნულ ნაკრებში რვა მატჩი აქვს ჩატარებული. ანტილევსკიმ ბელარუსთა შემადგენლობაში ბოლოს მიმდინარე წლის 13 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ითამაშა. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებებს, 17-წლამდელთა ნაკრებში ანტილევსკის ანგარიშზე ხუთ მატჩში გატანილი ორი გოლია. 19-წლამდელთა შემადგენლობაში შემტევმა ანალოგიური რაოდენობის შეხვედრები გამართა და სამი გოლის გატანა მოახერხა. ბელარუსის 21-წლამდელთა ნაკრებში კი ანტილევსკიმ თორმეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ექვსჯერ აიღო.

საკლუბო კარიერა


2015-16 | "ბატე" | 6 მატჩი

2017 | "დნეპრ მოგილევი"| 21 მატჩი | 2 საგოლე გადაცემა

2018 | "მინსკი" | 16 მატჩი | 4 გოლი | 6 საგოლე გადაცემა

2018-19 | "დინამო მინსკი" | 12 მატჩი

2020-21 | "ტორპედო ჟოდინო" | 59 მატჩი | 16 გოლი | 10 საგოლე გადაცემა

სანაკრებო კარიერა

2013-14 | ბელარუსი U17 | 5 მატჩი | 2 გოლი

2015 | ბელარუსი U19 | 5 მატჩი | 3 გოლი

2017-18 | ბელარუსი U21 | 12 მატჩი | 6 გოლი

2020 - | ბელარუსი | 8 მატჩი

FC Dinamo Tbilisi

altთბილისის "დინამოს" ნახევარმცველი "კრასნოდარის" ინტერესის სფეროშია

altთბილისის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - ნიგერიელი მცველი პოლონეთიდან

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბათუმმა დაიმატა მონტენეგროელი ფორვარდი.წინა სეზონში ყაზახეთის კაისარში 27 თამაშში 2 გოლი გაიტანა.ალბათ უხელფასოდ დათანხმდა თამაშს
Levani
22 დეკემბერი 2021 16:54
2
,,გაძლიერდა” - ხმამაღალი ნათქვამი მგონია. ის უკრაინელიც ბანძია. სამწუხაროდ, ვერც ბათუმი ძლიერდება როგორც ჩანს
გ.ხ.
22 დეკემბერი 2021 16:30
1
აბა ვის ელოდებით საქართველოს ჩემპიონატში?ბრაზილიის და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ჩამოვლენ და გააგორებენ ბურთს?ცოტა რეალურად შევხედოთ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას.მშვენიერი შენაძენია წარმატებები დინამოს.
ვახო
22 დეკემბერი 2021 17:42
9
ნეტავ ვიცოდე საიდან მოყავთ ესენი.
misha
22 დეკემბერი 2021 16:08
0
სტატისტიკა კარგი აქვს, ნაკრების ფეხბურთელი თუნდაც ბელარუსის სულაც არაა ცუდი ვარიანტი. თან სლავებს სირბილი უყვართ და მეორე სართულზე თამაში!
Tornike
22 დეკემბერი 2021 16:04
0
სანდოხაძე დაბრუნეთ დაცვის ცენტრში და ვინმე ნორმალური მცველიი გჭირდრბათ აუცილებლად და კარგი 10-იანი!!
din
22 დეკემბერი 2021 15:57
1
ამას კიდე არაუშავს შედარებით
შაკო
22 დეკემბერი 2021 15:51
0
სტატისტიკა კარგი აქვს ჟოდნოში
რობი
22 დეკემბერი 2021 15:22
1

სიახლეები პოპულარული