"დილამ" ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა - ინტერვიუ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ლომთაძე "სამტრედიადან" "დილაში" გადავიდა. მას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, - იტყობინება გორული კლუბი:

"საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი გიორგი ლომთაძე კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. გიორგიმ "დილასთან" 3-წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

20 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. ეროვნული ლიგის დონეზე კი მან სადებიუტო სეზონი 2021 წელს " სამტრედიას" რიგებში ითამაშა, 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მოუგროვდა. გიორგი ლომთაძეს ასევე აქვს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში თამაშის გამოცდილება".

"დილამ" გუნდის ახალწვეულს პირველი
ინტერვიუ ჩამოართვა

- გიორგი, მოგელსამებით, ინტერვიუს დასაწყისში საინტერესოა გაგვესაუბრო იმ ფაქტორებზე, რამაც "დილაში" გადმოსვლა გადაგაწყვეტინა.
- მოგელამებით, გორის "დილა" სტაბილური და ამბიციური გუნდია, აქ კარგი სიტუაციაა და ასევე ძალიან მომწონს თამაშის ის სტილი, რასაც ანდრეი დემჩენკო ითხოვს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე არჩევანი გორის "დილაზე" შემეჩერებინა.

- დასრულებული სეზონი შენითვის სადებიუტო იყო ეროვნულ ლიგაში, რამდენად კმაყოფილი ხარ პირადად შენი თამაშით და რა კომპონენტებში მიიჩნევ პროგრესს საჭიროდ?
- წინა სადებიუტო სეზონი ვთვლი, რომ დამეხმარა პროგრესში, მართალია გუნდისთვის არ გამოდგა წარმატებული წელი, მაგრამ ზოგადად სეზონმა დამანახა, რა კომპონენტებში შემიძლია მომატება, რათა უკეთ წარმოვაჩინო თავი. მინდა ასევე კლუბ "სამტრედიას" მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო.

- აქამდე გორში მეტოქე გუნდის ფეხბურთელის რანგში გითამაშია, როგორ შეაფასებ აქ არსებულ საფეხბურთო გარემოს და რას ეტყოდი შენი ახალი კლუბის გულშემატკივრებს ?
- ძალიან მომწონს ის გარემო, რაც გორშია, აქ მშვენიერი მოედანი და ინფრასტრუქტურაა, აქტიური და მხურვალე გულშემატკივარი ჰყავს ამ კლუბს და ვპირდები გუნდის გულშემატკივარს, რომ მაქსიმალურად დავეხმარები გუნდს წარმატების მიღწევაში.

- შევეხოთ სანაკრებო კაირერასაც, შენ ნათამაშები გაქვს როგორც 17 და 19-წლამდელთა ასევე 21-წლამდე ნაკრებში, როგორ ფიქრობ, შენი ახალი გუნდი რამდენად დაგეხმარება საიმისოდ, რომ სანაკრებო დონეზე კიდევ უფრო ინტენსიურად ითამაშო ?
- დიახ, ნათამაშები მაქვს როგორც 17 ასევე 19-წლამდე ნაკრებში და ამჟამად 21-წლამდე ნაკრების წევრი ვარ. ვფიქრობ, ახალი გუნდი, თავისი ამბიციებიდან და სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ძალიან დამეხმარება სანაკრებო დონეზე მეტი წარმატების მიღწევაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული