ცხადაძემ "დინამოს" გულშემატკივრებს მიმართა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა, რომლისგანაც საინტერესო ამონარიდებს sportall.ge-ს მკითხველებს გავაცნობთ:

"დინამოსთვის" მეორე ადგილზე გასვლა ყოველთვის წარუმატებლობად ჩაითვლება. ისევე, როგორც ბოლო რამდენიმე წელია, ევროთასებზე ჩვენი ასპარეზობა არის წარუმატებელი...

ძალიან უარყოფითი წელი გამოდგა. ყველაფრის გაანალიზებაა საჭირო და სამომავლოდ შეცდომები უნდა გამოვასწოროთ...

პერსპექტივაში ბევრი ფეხბურთელი დავინახეთ, რომელთაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ესეც აზარტია, რომ მათ დიდი ფეხბურთი სწორედ ჩვენი ხელმძღვანელობით ითამაშონ, მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში, გადაბარგდნენ ევროპის რომელიმე ტოპჩემპიონატში...

რა დინამიკაშიც მიდის ახლა სელექციის პროცესი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, პირველივე დღიდან
ჩვენთან ერთად იყოს ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც გვსურს და რომელთაც გვაწვდის ჩვენი სპორტული დირექტორი. მან აიღო ეს ფუნქცია საკუთარ თავზე და სელექციას სწორედ ალექსანდრე რეხვიაშვილი აკეთებს...

ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც თადარიგიდან იმავე დონის ფეხბურთელის შეყვანა, რა დონისაც არის სასტარტო მოთამაშე და ამით თამაშის გაძლიერება. ერთ პოზიციაზე, სულ მცირე, ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი უნდა გვყავდეს. სადაც კონკურენცია არ არის, იქ არასოდეს იქნება წინსვლა...

პირველ რიგში, ამ უარყოფითი წლის შემდეგ ჩვენს გულშემატკივარს უნდა ვთხოვო, მალე დაივიწყოს ეს წელი. ასევე, მინდა ვთხოვო, რომ გვერდში დაგვიდგნენ მომავალი წლიდან! ეს არის ყველაზე მთავარი!.."

altთბილისის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - ნიგერიელი მცველი პოლონეთიდან

altთბილისის "დინამო" ფორვარდით გაძლიერდა

altთბილისის "დინამო" უკრაინელი თავდამსხმელით გაძლიერდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
იმედია, მომავალი სეზონი უკეთესი იქნება... საერთოდ საქართველოს ფეხბურთისატვის. გუნდებში კონკურენცია იზრდება... მინდა ქუთაისის "ტორპედოც" ჩაერთოს მედლებისათვის ბრძოლაში. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
15:55 27-12-2021
0
ჯერჯერიბით რასაც უყურებ ეხლა რეხვიაშვილს მოყავს ბელორუსიაში ნათამაშები იგროკები(სადაც თვითონ მუშაობდა -სოლიგორსკში,ისე მთლად კარგად ვერ წამოვიდა მაქედან,რასაც წერენ იმენა ფეხბურთელების ყიდვის ამბავში)ეჰ ფიფია,ფიფია--ყველა აბოლებს და ის კიდევ მერე იმთი გადამკიდე ჩვენ გვაბოლებს და ბოლოს რეზულტატი ნოლი.
კახა ქ.
07:46 27-12-2021
1

სიახლეები პოპულარული