სამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი

AutoSharing Option
როგორც უკვე მოგახსენეთ, ეროვნული ლიგის ორ კლუბს - "თელავსა" და "სამგურალს", ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. თელაველების მომავალი არჩევანის შესახებ ჯერ ცნობილი არაა, წყალტუბოელებს კი სწორედ კახელთა ყოფილი დამრიგებელი გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს - ეს მან sportall.ge-ს დაუდასტურა:

"პირველ რიგში, მადლობას ვუხდი "თელავს" და მათ წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება ახალ გამოწვევას - "სამგურალის" ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს და ევროტურნირებზე ასპარეზობა სურს. ამისთვის სერიოზულ გაძლიერებას ვაპირებთ. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წყალტუბოელთა რიგებში "შუქურას" ყოფილი შემტევი ჯეფერსონ ჯერალდო ითამაშებს."

სოსო ფრუიძე
საქმიანობას ისევ იმერულ კლუბში განაგრძობს - ეს გამოცდილმა სპეციალისტმა თავად განგვიცხადა. რაც შეეხება მიქაძეს - 41 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო საქმიანობა 2013 წლიდან დაიწყო და "ზესტაფონში", მარტვილის "მერანში", საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში, "სამტრედიაში" და ბოლოს, "თელავში" მუშაობდა. ახლახან დასრულებულ სეზონში ის მე-4 წრის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

"სამგურალმა" ეროვნული ლიგა მე-7 ადგილზე დაასრულა და თასის ფინალში "საბურთალოსთან" (0:1) დამარცხდა.

altეროვნული ლიგის 2 კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ფრუიძეს გაშვება გუნდი უჩას მომზადებული იყო მისთვის რომ ეცლიათ უკეთესი შედეგი ექნებოდა გუნდს თასსაც მოიგებდა
გია
07:10 28-12-2021
3

სიახლეები პოპულარული