გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "ლოკომოტივს" აღარ გაწვრთნის, - ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზული გუნდის Facebook-გვერდი ავრცელებს.
"გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.
გიორგი - დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა!
წარმატებები", - წერია განცხადებაში.
წარმატებები", - წერია განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ ჭიაბრიშვილი "ლოკომოტივს" 2020 წლიდან ავარჯიშებდა.