არსებობას არ ვწყვეტთ, მაგრამ... - "თელავის" განცხადება

AutoSharing Option
"მართალია, რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ ს.კ. "თელავი" არ იშლება და კლუბის ხელმძღვანელობაც აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, მაგრამ უდიდესი სურვილის და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით...

დაბეჯითებით გეტყვით, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კლუბი, ცხადია, არსებობას არ წყვეტს, მაგრამ ფაქტობრივად, სრულიად ახალი გუნდით და თავისთავად, ახალი მწვრთნელით მიიღებს მონაწილეობას 2022 წლის ეროვნულ ჩემპიონატში და ასევე ისიც გვჯერა, რომ ჩვენს დევიზს არ გადავუხვევთ!

ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდის მაისურით მომავალი სეზონიდან არ ითამაშებენ:

მიხეილ ბაშელეიშვილი

ირაკლი რუხაძე

თორნიკე ძოწენიძე

ლაშა შერგელაშვილი

ს.კ. "თელავი" მადლობას უხდის ბიჭებს, ჩვენი გუნდისთვის მართლაც კოლოსალური შრომით და სიყვარულით გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ თითოეულ მათგანს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს ვუსურვებთ."

ს.კ. "თელავის" პრესსამსახური 

alt"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

altთბილისის "დინამოს" 2 ფეხბურთელი "საბურთალოში" - ტრანსფერები

altსამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 8 /
აბა,ფეხბურთის განვითარების ფონდი ხსნა არისო?ხომ დაიშალა სამტრედია,ადრე ტორპედო,ეხლა ლოკომოტივი ეხლა თელავი..ნუ ატყვილებს ხალხს ფედერაციააა
გოჩა
02:22 05-01-2022
0
როდის დაიწყებთ ფეღბურთელების მომზადებას ნორმალურ ფასად რო გაიყიდონ ფულიც შემოგივიდეთ და ფეხბურთელებიც ნორმალურ კლუბებში გაუშვათ
შოკირებული გულშემატკივარი
01:07 04-01-2022
0

სიახლეები პოპულარული