არსებობას არ ვწყვეტთ, მაგრამ... - "თელავის" განცხადება

AutoSharing Option
"მართალია, რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ ს.კ. "თელავი" არ იშლება და კლუბის ხელმძღვანელობაც აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, მაგრამ უდიდესი სურვილის და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით...

დაბეჯითებით გეტყვით, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კლუბი, ცხადია, არსებობას არ წყვეტს, მაგრამ ფაქტობრივად, სრულიად ახალი გუნდით და თავისთავად, ახალი მწვრთნელით მიიღებს მონაწილეობას 2022 წლის ეროვნულ ჩემპიონატში და ასევე ისიც გვჯერა, რომ ჩვენს დევიზს არ გადავუხვევთ!

ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდის მაისურით მომავალი სეზონიდან არ ითამაშებენ:

მიხეილ ბაშელეიშვილი

ირაკლი რუხაძე

თორნიკე ძოწენიძე

ლაშა შერგელაშვილი

ს.კ. "თელავი" მადლობას უხდის ბიჭებს, ჩვენი გუნდისთვის მართლაც კოლოსალური შრომით და სიყვარულით გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ თითოეულ მათგანს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს ვუსურვებთ."

ს.კ. "თელავის" პრესსამსახური 

alt"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

altთბილისის "დინამოს" 2 ფეხბურთელი "საბურთალოში" - ტრანსფერები

altსამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 8 /
აბა,ფეხბურთის განვითარების ფონდი ხსნა არისო?ხომ დაიშალა სამტრედია,ადრე ტორპედო,ეხლა ლოკომოტივი ეხლა თელავი..ნუ ატყვილებს ხალხს ფედერაციააა
გოჩა
05 იანვარი 2022 02:22
0
როდის დაიწყებთ ფეღბურთელების მომზადებას ნორმალურ ფასად რო გაიყიდონ ფულიც შემოგივიდეთ და ფეხბურთელებიც ნორმალურ კლუბებში გაუშვათ
შოკირებული გულშემატკივარი
04 იანვარი 2022 01:07
0
რა ხდება? ფული გამოილია?
კირკიტა
03 იანვარი 2022 20:11
1
ნეტა ლოგოს შეცვლიდეთ
დავით
03 იანვარი 2022 20:07
1
უბედურება ისაა, რომ მიუღედავათ ამ შეზღუდვებისა ლუდომანია ანუ თამაშდამოკიდებულება მაინც არ მოისპობა, ტვ მთავარს და ტვ ფორმულას, თუ ტვ პირველს დამფინანსებლები მაინც გამოუჩნდება და ამ აკრძალვებით მხოლოდ ქართული სპორტი დაისჯება.
fff
03 იანვარი 2022 17:35
10
ყოჩაღ მთავრობას, ეს უკვე მეორე გუნდი ჩავარდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ალბათ სეზონს ყველა ვერ ჩაამთავრებს და ისევ უკან სვლა. ასე თუ ისე ადგილს მაინც ვტკეპნიდით ახლა კი უფრო დაეცემა ჩემპიონატი. დარჩება ისევ 3-4 გუნდი. დანარჩენები ალბათ სახეს დაკარგავენ სამწუხაროდ. საინტერესოა სასმელს რატომ არ კრძალავენ ან სიგარეტს, უფრო მეტი ხალხი ზიანდება ამ მევნებლობით. მთავრობა გამოუსწორებელ ზიანს რომ აყენებენ სპორტს ამას ვერ ხვდებიან ან არც აინტერესებთ.
G.LA
03 იანვარი 2022 15:39
27
მთავრობა არ აფინანსებს არსად. ვინც აფინანსებს მათ არ უნდა შეუშალო ხელი იმის გულისათვის რომ ოპოზიციური ტელიეიზია დააქციო. მათ ვიღაც ოპოზიციონერი მაიც დააფინანსებს, ფეხბურთს და ზოგადად სპორტს კი ბევრი დააკლდებათ. ყველა სპორტულ სახაობას დააკლდება დაფინანსება ეს ტალახაძემაც აღნიშნა და ვიღაც ქალი გაახმოვანეს ჩემი შვილი დააქცია ტოტალიზატორმაო. მოდი მოვნახოთ ახლა სხვა დედებიც ვისი შვილებიც სასმელმა ან ნარკოტიკებმა დააქციეს.
G.LA
03 იანვარი 2022 20:22
6
შენ გინდა გვითხრა,რომ ევროპის ყველა ქვეყანაში მთავრობები ინახავენ საფეხბურთო კლუბებს?! თუ რომელიმე საშუალო დონის(საფეხბურთო) ქვეყანას მაინც დამისახელებ ესეთს ხვალიდან ფეხბურთისკენ აღარ გავიხედავ საერთოდ.
საქართველო
03 იანვარი 2022 19:35
6

სიახლეები პოპულარული