უსმანე კამარა თბილისის "დინამოში" ითამაშებს

AutoSharing Option
გვინეელი ლეგიონერი უსმანე კამარა კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამო თბილისმა" უსმანე კამარას გამოსყიდვასთან დაკავშირებით გორის "დილასთან" მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. გვინეელმა შემტევმა დედაქალაქურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უსმანე კამარამ 2021 წლის სეზონი განათხოვრების წესით გორის "დილაში" გაატარა. ამ კლუბის მაისურით მან 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ათი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. "დილასთან" ერთად კამარამ ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. სხვადასხვა დროს გვინეელ შემტევს ნორვეგიულ "ვალერანგაში", შვედურ "ესკელსტუნა სიტიში", "ესკელსტუნასა" და
მშობლიურ "ატუგაში" უთამაშია. ​

რაც შეეხება უსმანე კამარას სანაკრებო კარიერას, 2015 წლის 17 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მას გვინეის ნაკრების შემადგენლობაში ორი მატჩი აქვს გამართული".

მკითხველის კომენტარები / 2 /
შორს არ გაიხედოთ.ჩვენს ჩემპიონატს კიდევ დასუსტება უნდაა
კინგი
01:54 14-01-2022
4
საქართველოს ჩემპიონატი, გადაქცეულია აფრიკის ჩემპიონატად.
გია
21:11 14-01-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული