ნიკა სანდოხაძე: "ტორპედოს" მიზანი ერთია - ჩემპიონობა!

AutoSharing Option
ახლახან თბილისის "ლოკომოტივიდან" "ტორპედოში" გადასულმა 27 წლის ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:

"აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. მოლაპარაკებები ჩემსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მიმდინარეობდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი ორივე მხარისთვის კარგად დასრულდა.

რა თქმა უნდა, "ტორპედო" დიდი ისტორიის მქონე გუნდია და ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა აქ თამაში. ამით ბედნიერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

"ტორპედოს" ყველასგან გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს. მოწინააღმდეგის რანგში ქუთაისელებთან რამდენიმეჯერ მომიწია თამაში და ეს ძალიან რთულია. შესაბამისად, როდესაც ფეხბურთელს ასეთი მხარდაჭერა გაქვს,
ერთიორად უფრო შემართებით თამაშობ, მაქსიმალურად იხარჯები და იმედი მაქვს, ყველა მატჩისას საფეხბურთო ზეიმი იქნება და სტადიონი გაივსება.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, ამ მხრივ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ვიქნებით, რადგან მაღალი დონის მოთამაშეებმა მოიყარეს თავი და მე ვფიქრობ, ყველასთვის ძალიან ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით. ჩვენთან ადვილი გასეირნება არავის არ ექნება და ყველანაირად ვეცდებით მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, ვინაიდან საამისო ძალა შეგვწევს.

მაღალი მიზანი ყოველთვის ერთია - ჩემპიონობა. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ და ვიცი, ჩემი თანაგუნდელებიც მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ ჩემპიონები გავხდეთ და გულშემატკივარი გავახაროთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
სულ მალე ნახავᲗ რა დᲦეᲨიც ᲩაგიყენებᲗ Თქვენ ას მაყურებლიან გუნდებს ამ სეზონᲨივე ტორპედოს ჰეიᲗერებო და მერე ᲨეადარეᲗ ვინ რომელ ადგილზე დაამᲗავრებს Ჩემპიონატს.
Pyter
12:29 16-01-2022
0
ცეცაძის გუნდი? ე მანდ კარგად უყურეთ ისევ პლეი-აუტი არ გაიჩალიჩოთ
კოტე
22:55 15-01-2022
8

სიახლეები პოპულარული