თბილისის "დინამო" 24 ფეხბურთელით ემზადება

AutoSharing Option
დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, კახა ცხადაძის გუნდს დიღმის ბაზაზე ორჯერადი ვარჯიშები აქვს. 16 იანვარს საწვრთნელ პროცესში 24-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. გუნდს შეუერთდა ანზორ მექვაბიშვილი, რომელიც ინდივიდუალურად ემზადება. ​

მის მსგავსად სპეციალური პროგრამით ემზადება გიორგი გვიშიანიც, რომელმაც გასული სეზონი განათხოვრების წესით საფეხბურთო კლუბ გაგრაში გაატარა. ახალგაზრდა შემტევი მომავალი სეზონისთვის თბილისურ კლუბში დაბრუნდა და შეკრებას ძირითად გუნდთან ერთად გაივლის.

16 იანვარს გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს:

მეკარეები: დავით კერესელიძე, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა კუტალაძე

მცველები: გიორგი მაისურაძე, საიმონ ბენიო, ირაკლი
იაკობიძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე, სანდრო გაფრინდაშვილი

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ნოდარ ლომინაძე, დმიტრი ანტილევსკი, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე მორჩილაძე, თორნიკე კირკიტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი გვიშიანი

თავდამსხმელები:
დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი, გიორგი გაბედავა.

დინამო თბილისს ლეგიონერები, ანდრეს პრიეტო, ბარნს ოსეი და ახალწვეული უსმანე კამარა, მომავალი კვირიდან შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში განაგრძობს, შეკრების შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე

ბელეკში გამგზავრებამდე კი, დინამო თბილისში ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი 20 იანვარს 14:00 საათზე, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნული ლიგა 2-ის დებიუტანტს, თბილისის სპაერს უმასპინძლებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მატჩი დახურული იქნება და მის პირდაპირ რეპორტაჟს დინამო თბილისის YouTube არხი შემოგთავაზებთ.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
მარუსიჩი სადაა?
0
მარუშიჩი?
დჭ
23:47 16-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული